“HERA XXI” შიდა ქართლში მცხოვრებ ახალგაზრდებს 2 დღიან ტრენინგზე იწვევს

Share post:

თუ ხართ 14-24 წლამდე ახალგაზრდა და ცხოვრობთ შიდა ქართლის რეგიონში, შესაძლებლობა გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ ასოციაცია “HERA XXI” ის მიერ ორგანიზებულ 2 დღიან ტრენინგში, თემაზე,  – “საკომუნიკაციო-ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება“.

ტრენინგები ჩატარდება 2024 წლის მარტში, ქ. გორში (სხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები მონაწილეებისთვის დაფინანსებულია ტრანსპორტირების ხარჯი-შერჩეული მონაწილეებს პირადად გეცნობებათ დეტალები).

ტრენინგი შემდეგ საკითხებს მოიცავს:

– ეფექტური კომუნიკაციისა და ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა, განხორციელება;

– თვალყურის დევნება (watchdog) ადვოკატირება და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან კომუნიკაცია.

თუ გსურთ დაეუფლოთ ეფექტური კომუნიკაციის ძირითად პრინციპებს, თავად დაგეგმოთ და განახორციელოთ კამპანიები თემში, მაშინ ეს შესაძლებლობა სწორედ თქვენთვისაა.

პროექტში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში განაცხადის შევსება შესაძლებელია მოცემულ ბმულზე: https://shorturl.at/chiqE

განაცხადების მიღება გაგრძელდება 2024 წლის 10 მარტის ჩათვლით. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. 

პროექტი “ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ხორციელდება ასოციაცია ’HERA XXI”-ის მიერ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საერთაშორისო ქსელის YSAFE მხარდაჭერით.

დაკავშირებული სტატიები

Chakrulo – ქართული ინოვაცია კოსმოსური ბიოლოგიის სფეროში

ანა სვიანაძე თანამედროვე სამყაროში, სადაც კოსმოსური მოგზაურობა სულ უფრო ახლოვდება კერძო პირებისთვისაც, ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნის შეფასება მნიშვნელოვანი...

ციფრული ჩართულობის მასტერკლასი ქუთაისში – აქტიური საზოგადოებისთვის

გსურთ, რომ თქვენს გარშემო უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ციფრულ ცხოვრებაში? გინდათ, მიიღოთ ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს...

გაუმჭვირვალე თვითმმართველობები და მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემები – NEO TV – მ პროექტის შედეგები შეაჯამა

დასრულდა NEO TV-ის პროექტი შიდა ქართლში, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობის და მათი...

NEO TV – მ კორუფციის თემაზე კვლევის პრეზენტაცია მოაწყო

კორუფციული ნიშნები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში - NEO TV - ს კვლევების მიგნებები ანალიტიკოსებმა მედიას გააცნეს. NeoTv.ge ზე...