McDonald’s რუსეთში მუშაობას მინიმუმ ერთი წლით აჩერებს

0
100

McDonald’s-ის 2022 და 2023 წლების მოგებაზე პროგნოზები შემცირდა. მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომია, რის გამოც დასავლური კომპანიების გლობალური ხარჯები იზრდება.

სწრაფი კვების კომპანიისგან წელს აქციაზე 9,25 დოლარის,ხოლო 2023 წლისთვის 10,62 დოლარის სუფთა მოგებას მოელის, რაც მიმდინარე წლისთვის 8%-იანი, ხოლო მომავალი წლისთვის 3%-იანი დაცემაა.

ამერიკული ბურგერების ქსელი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც მოსკოვში, პოსტსაბჭოთა ეპოქაში გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ რუსეთში 847 რესტორნი დახურა, იჯარასა და 62 000 თანამშრომლის ხელფასს დღემდე იხდის. ის, ასევე,ხელფასს უკრაინელ თანამშრომლებსაც უხდის. ვარაუდობენ, რომ ხარჯი ყოველთვიურად 50 მლნ დოლარს, ხოლო წლის ბოლომდე, მინიმუმ, 450 მლნ დოლარს შეადგენს.

McDonald’s, სწრაფი კვების სხვა გლობალური ქსელებთან შედარებით, რუსეთთან უფრო მეტად არის დაკავშირებული. ის ქვეყანაში 1990 წელს შევიდა და იქ რესტორნების 84%-ს ფლობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here