NEO FEST – 2022 – ის გამარჯვებულების დაჯილდოება 10 დეკემბერს გაიმართება

Share post:

Neo Fest – 2022 – ის გამარჯვებულების ვინაობა 10 დეკემბერს გახდება ცნობილი. 3 საუკეთესო ნამუშევრის ავტორი Facebook მომხმარებელმა უნდა გამოავლინოს. ყველაზე მეტი შეფასების მქონე ნამუშევრისთვის კონკურსანტებს სპეციალური ჯილდოები გადაეცემათ. ღონიძიების ორგანიზატორია ნეო ტვ, რომელმაც ფონდი ტასოს მიერ მხარდაჭერილი 8 თვიანი პროექტი დაასრულა.

კონკურსამდე მონაწილეებმა ინტენსიური ტრენინგები და მასტერკლასები გაიარეს, რის შემდეგაც გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციისა და სტატისტიკური მონაცემების საფუძელზე, საკონკურსო ვიზუალიზაციები შექმნეს. თითოეული მათგანი ქალთა ცხოვრებას ასახავს, რომლის შესახებ კონკურსანტები ღონისძიებაზე დეტალურად ისაუბრებენ.

” მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში საოკუპაციო ხაის სიახლოვეს მდებარე სოფლებსა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებმა გოგონებმა და ქალებმა ციფრული ტექნოლოგიებისა და სასარგებლო რესურსების გამოყენების კუთხით, უნარები გაიუმჯობესეს. უმრავლესობასთან ვაგრძელებთ თანამშრომლობას, რადგან მათ უკვე გააჩნიათ სათანადო გამოცდილება, რითიც საინტერესო ვიზუალიზაციებს შექმნა შეუძლიათ სხვადასხვა თემაზე. ვფიქრობთ, საინტერესო პერიოდი გავიარეთ ერთად, თემების შერჩევის, ინფორმაციების დამუშავების და საჭირო მონაცემების ეფექტურად გადმოცემის პროცესში. დარწმუნებული ვარ, ამ სფეროში ჩვენი მონაწილეები ადგილობრივ დონეზე და არა მხოლოდ, კონკურენტუნარიანი კადრები იქნებიან”, – ამბობს პროექტის დირექტორი, ნინო ჩიბჩიური.


საკონკურსო ნამუშევრები NEO TV – ს ფეისბუქ გვერდზეა გამოქვეყნებული, რომლებზეც ხმის მიცემა დღეს 00:00 საათზე იწურება. 3 გამარჯვებული ფაქტოგრაფის/ინფოგრაფიკის ავტორი კი 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს დაჯილდოვდება.

Neo Fest 2022 წელს დაიწყო და ის ნეო ტვ-ს პირველი პროექტია. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ფესტივალი ერთჯერადი არ იქნება და ის ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.

დაკავშირებული სტატიები

Chakrulo – ქართული ინოვაცია კოსმოსური ბიოლოგიის სფეროში

ანა სვიანაძე თანამედროვე სამყაროში, სადაც კოსმოსური მოგზაურობა სულ უფრო ახლოვდება კერძო პირებისთვისაც, ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნის შეფასება მნიშვნელოვანი...

ციფრული ჩართულობის მასტერკლასი ქუთაისში – აქტიური საზოგადოებისთვის

გსურთ, რომ თქვენს გარშემო უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ციფრულ ცხოვრებაში? გინდათ, მიიღოთ ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს...

გაუმჭვირვალე თვითმმართველობები და მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემები – NEO TV – მ პროექტის შედეგები შეაჯამა

დასრულდა NEO TV-ის პროექტი შიდა ქართლში, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობის და მათი...

NEO TV – მ კორუფციის თემაზე კვლევის პრეზენტაცია მოაწყო

კორუფციული ნიშნები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში - NEO TV - ს კვლევების მიგნებები ანალიტიკოსებმა მედიას გააცნეს. NeoTv.ge ზე...