Neo Fest – 2023-ის ჯილდო ანი ჯაბახიძეს გადაეცა

Share post:

ვეროინტეგრაციისა და დემოკრატიის განვითარების თემაზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული ანი ჯაბახიძე გახდა, რომელსაც NEO FEST – 2023 – ის ჯილდო გადაეცა. გამარჯვებული 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასახელდა, რომელსაც დღეს ნეო ტვ-მ უმასპინძლა.

გამარჯვებული ნაშრომი უახლოეს დღეებში neotv.ge ზე გამოქვეყნდება, მანამდე კი მისი შინაარსი ანი ჯაბახიძემ მოწვეულ სტუმრებს პირადად გააცნო და გავრცელებული მითების ფონზე, სწორი ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ჯილდო დღეს მას Neo Fest 2022 -ის გამარჯვებულმა, მერი კორინთელმა გადასცა, რომელმაც გასულ წელს, საკონკურსო მასალა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალების შესახებ მოამზადა.

NEO FEST შიდა ქართლში, “ფონდი ტასოს” მხარდაჭერით, უკვე მეორედ ჩატარდა. ნეო ტვ-ს გუნდის განმარტებით, ტრადიცია გაგრძელდება და ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე მომუშავე ახალგაზრდები და ქალები მომავალშიც გამოვლინდება.

დაკავშირებული სტატიები

Chakrulo – ქართული ინოვაცია კოსმოსური ბიოლოგიის სფეროში

ანა სვიანაძე თანამედროვე სამყაროში, სადაც კოსმოსური მოგზაურობა სულ უფრო ახლოვდება კერძო პირებისთვისაც, ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნის შეფასება მნიშვნელოვანი...

ციფრული ჩართულობის მასტერკლასი ქუთაისში – აქტიური საზოგადოებისთვის

გსურთ, რომ თქვენს გარშემო უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ციფრულ ცხოვრებაში? გინდათ, მიიღოთ ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს...

გაუმჭვირვალე თვითმმართველობები და მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემები – NEO TV – მ პროექტის შედეგები შეაჯამა

დასრულდა NEO TV-ის პროექტი შიდა ქართლში, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობის და მათი...

NEO TV – მ კორუფციის თემაზე კვლევის პრეზენტაცია მოაწყო

კორუფციული ნიშნები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში - NEO TV - ს კვლევების მიგნებები ანალიტიკოსებმა მედიას გააცნეს. NeoTv.ge ზე...