Neo Tv წარმატებული ახალგაზრდების წარმოსაჩენად ახალ პროექტს იწყებს

0
222

1 ივლისიდან, NEO TV-ს გუნდს 20 გორელი ახალგაზრდა შეუერთდება. საზოგადოება მათ მიღწეული წარმატებით, გამოწვევებით და ახალი პერსპექტივებით გაიცნობს. ისინი ყოველკვირეულად გადაცემის “ნეოლაბი” სტუმრები იქნებიან და წამყვანის, რუსკა ბუზიაშვილის შეკითხვებს უპასუხებენ. გადაცემის მეორე ნაწილი კი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დიალოგს დაეთმობა, რომლებიც ამ ახალგაზრდებს განვითარებასა და წარმატებაში ეხმარებიან.

პროექტის დასკვნით ეტაპზე შერჩეული ახალგაზრდები Neo Tv – ში სპეციალურ მასტერკლასს გაივლიან და კამერასთან მუშაობის პრინციპებს გაეცნობიან. გარდა ამისა, დაეუფლებიან გრაფიკული დიზაინის ძირითად ელემენტებს და საკუთარ ვიზუალიზაციას შექმნიან.

დაინტერესებულმა პირებმა სპეციალური სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ, რომლის საფუძველზეც მოხდება მონაწილეთა შერჩევა. პროექტის გუნდი ასაკს არ ზღუდავს და განმარტავს, რომ მონაწილეობა ყველა იმ ახალგაზრდას შეუძლია, ვინც ნებისმიერი მიმართულებით თავს წარმატებულად თვლის.

“პროექტი ერთის მხრივ მონაწილე ახალგაზრდების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, მეორეს მხრივ გახდება სტიმულის მიმსცემი სხვა მათი თანატოლებისთვის გააქტიურების თვალსაზრისით. მათ შესაძლოა გაიზიარონ ამ ახალგაზრდების მიერ განვლილი გზა და აუმაღლდეთ მოტივაცია. ეს საბლოოდ მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარმატებული ახალგაზრდების რაოდენობაზე აისახება”,-აცხადებენ ორგანიზატორები.

პროექტი გორის მერიის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ის 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ახალგაზრდების შესარჩევი კონკურსი კი ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და 30 ივნისს დასრულდება.

აპლიკაციის შესავსებად გადადით ბმულზე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here