NEO TV – მ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

Share post:

Neo Tv-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შიდა ქართლის 13 ორგანიზაციასთან გააფორმა, რომლებიც რეგიონში ახალგაზრდების გააქტიურებისა და მათი უკეთესი მომავლისთვის მუშაობენ. მემორანდუმი გულისხმობს, ორგანიზაციებს შორის მტკიცე თანამშრომლობასა და პარტნიორულ საქმიანობას, რაც მოიცავს საერთო მიზნების მისაღწევად, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას და ამ ამოცანებისთვის, არსებული რესურსების გაცვლა-გაზიარებას შესაძლებლობების ფარგლებში.

მემორანდუმი ასევე გულისხმობს, ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების გააქტიურებისა და ჩართულობის კუთხით, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.

მემორანდუმის ხელმომწერები შემდეგი ორგანიზაციები არიან:

  1. გორის ახალგაზრდული ცენტრი
  2. ინოვატორი
  3. ახალგაზრდები საზოგადოების უფლებებისთვის
  4. ქართული მედია ჯგუფი
  5. ახალი თაობა
  6. კომლი
  7. ახალგაზრდა ფემინისტები
  8. ჩვენი მომავლისთვის
  9. საზოგადოება ბილიკი
  10. ხედვის მიღმა (beyond the vision)
  11. ახალგაზრდები ხაშურის განვითარებისთვის
  12. განვითარებისა და ჩართულობის ცენტრი

დაკავშირებული სტატიები

Chakrulo – ქართული ინოვაცია კოსმოსური ბიოლოგიის სფეროში

ანა სვიანაძე თანამედროვე სამყაროში, სადაც კოსმოსური მოგზაურობა სულ უფრო ახლოვდება კერძო პირებისთვისაც, ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნის შეფასება მნიშვნელოვანი...

ციფრული ჩართულობის მასტერკლასი ქუთაისში – აქტიური საზოგადოებისთვის

გსურთ, რომ თქვენს გარშემო უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ციფრულ ცხოვრებაში? გინდათ, მიიღოთ ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს...

გაუმჭვირვალე თვითმმართველობები და მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემები – NEO TV – მ პროექტის შედეგები შეაჯამა

დასრულდა NEO TV-ის პროექტი შიდა ქართლში, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობის და მათი...

NEO TV – მ კორუფციის თემაზე კვლევის პრეზენტაცია მოაწყო

კორუფციული ნიშნები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში - NEO TV - ს კვლევების მიგნებები ანალიტიკოსებმა მედიას გააცნეს. NeoTv.ge ზე...