ამერიკულმა კომპანიამ Nvidia ახალი თაობის უმძლავრესი ვიდეო ბარათები (GPU) წარადგინა. RTX 40 სერიაში კომპანიის ორი ახალი პროდუქტი 4080 და ფლაგმანი 4090 იქნება, რომელიც წინამორბედ RTX 3090-თან შედარებით 4-ჯერ მძლავრი და სწრაფია.
Nvidia-ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს იქნება “კვანტური ნახტომი” გეიმინგ ინდუსტრიაში, რომელიც მოთამაშეებს არნახულ შესაძლებლობებს მისცემს.
გარდა გაზრდილი ტექნიკური შესაძლებლობებისა, Nvidia-ს ახალი ვიდეო ბარათები DLSS 3 ფუნქციას მიიღებენ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მნიშვნელოვნად ზრდის ვიდეო ბარათების წარმადობას.
Nvidia-ს ვიდეო ბარათები კომპიუტერულ თამაშებთან ერთად, ისეთი ინტენსიური საქმიანობისთვისაც გამოიყენება, როგორიცაა: კრიპტოვალუტის მაინინგი, მონტაჟი და გამოთვლები.
Nvidia მსოფლიოს მე-18 უმსხვილესი კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 329 მილიარდ დოლარს შეადგენს, ვიდეო ბარათები კი კომპანიის მთავარი შემოსავლის წყაროა.