არასამთავრობო სექტორმა მომცა ყველაფერი, რაც დღეს გამაჩნია – რუსკა ბუზიაშვილი

Share post:

რუსკა ბუზიაშვილი

ამ რეალობაში, არაფერია უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე, ძლიერი, საკუთარ თავში დარწმუნებული, მებრძოლი ახალგაზრდები… საჭიროა ახალგაზრდების ისეთი ერთიანობა, ისტორიას ერთი ან ორი რომ ახსოვს, რადგან ის რეალობა, რომლის წინაშეც ახლა ჩვენ ვდგავართ, ხელს უშლის როგორც ჩვენი, ახალგაზრდების, მომავალს, ისე ჩვენი შემდეგი თაობების კეთილდღეობას, რადგან ის სიკეთეები,რომელიც მე მომცა ადგილობრივმა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა, შეიძლება ვეღარ მიიღონ, ახალმა თაობებმა.

ახლა, როდესაც ომი საკუთარ თავზე მაქვს გადატანილი, როდესაც დღემდე მაშინებს ხმამაღალი ხმები, პირველი ბომბის ჩამოგდების შემდეგ, როდესაც უკვე 8 წელია საკუთარ თავზე ვცდი ევროპისა და ამერიკის სიკეთეებს, როდესაც ჩემი თვალით ვნახე რა განსხვავებაა ჩვენს რეალობასა და ევროკავშირის ქვეყნების ყოველდღიურ ცხოვრებას შორის… მე მაქვს ერთადერთი და ყველაზე რეალური არჩევანი, ეს არჩევანი არის ევროკავშირი! თავისუფლება! დამოუკიდებლობა და განვითარება!

8 წლის მანძილზე, საერთაშორისო თუ ადგილობრივმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მომცა საშუალება გავმხდარიყავი: დამოუკიდებელი,შემდგარი, ტოლერანტული, თავისუფლად მოაზროვნე, ძლიერი, განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდა…

არასამთავრობო სექტორმა შექმნა, ჩემგან: ლიდერი, ტრენერი, გუნდური მოთამაშე, ახალგაზრდებზე ორიენტირებული პიროვნება.

მომცა საშუალება არასდროს შემშინებოდა საკუთარი აზრის დაფიქსირების,მეზრუნა საკუთარი თავისა და ჩემი თანატოლების განვითარებაზე, მესწავლა: ლიდერობა, ტრენერობა, ორატორობა…

მოკლედ, არასამთავრობო სექტორმა მომცა ყველაფერი რაც დღეს გამაჩნია…

სწორედ ის გრანტები ქმნის ამ ყველაფერს, რომელიც დავის საგანი გახდა, ის გრანტები, რომელმაც ქართველი ახალგაზრდების განვითარების უპირველესი წინაპირობაა…ამიტომ, არა ყველაფერს, რაც ამ გრანტების ნდობისა და არსებობა არ არსებობის საკითხს დააყენებს!

ევროპულ საქართველოს გაუმარჯოს, ახალგაზრდების განვითარებასა და ქვეყნის კეთილდღეობაზე ორიენტირებული, არასამთავრობო სექტორით.

დაკავშირებული სტატიები

EU & You! – ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსი იწყება

15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის...

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...