უფასო სერვისების მიღება ქალებს დისტანციურ რეჟიმშიც შეუძლიათ

Share post:

თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, დღეს ჯანმრთელობასა და უფლებებზე ზრუნვა ბევრად მარტივი გახდა. სპეციალურად ქალებისთვის ასოციაცია “HERA XXI” – მა დისტანციური პლატფორმები შქმნა, რათა მათ ნებისმიერი ადგილიდან შეძლონ პროფესიონალური დახმარების მიღება.

შეგიძლიათ ონლაინ ჩატის მეშვეობით დაუკავშირდეთ ექიმ გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგს და მიიღოთ პასუხები თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე. თუ გჭირდებათ იურისტის რჩევა, ასოციაცია გთავაზობთ უფასო იურიდიულ კონსულტაციას როგორც ტელეფონით, ისე ონლაინ ჩატის ფორმატში. ხელმისაწვდომია სოციალური მუშაკის მომსახურება, განსაკუთრებით აივ სტატუსის მქონე პირებისა და ნარკომომხმარებლებისთვის. თუ პირისპირ საუბარი გირჩევნიათ, შეგიძლიათ წინასწარ დაგეგმოთ ვიდეო ზარი სასურველ სპეციალისტთან ცხელი ხაზის ოპერატორის დახმარებით“, – ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო წულეისკირი.

დაინტერესებული პირებისთვის კომუნიკაციის რამდენიმე მარტივი გზა არსებობს: დარეკეთ ცხელი ხაზის ნომერზე 032 20 11 221 ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან. ისარგებლეთ ონლაინ ჩატებით, ან მიიღეთ ინფორმაცია მათი ვებ-გვერდიდან და Facebook-ის ოფიციალური ჯგუფებიდან. ეს სერვისები შექმნილია იმისთვის, რომ არცერთი ქალი, საცხოვრებელი ადგილისა თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად, არ დარჩეს საჭირო მხარდაჭერის გარეშე. აღნიშნულ სერვისებზე ორგანიზაციის წარმომადგელმა ნინო წულეისკირმა ისაუბრა გადაცემაში “ქალის ხმა”, რომელიც “ქართული მედია ჯგუფის” მიერ მზადდება.

დაკავშირებული სტატიები

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...

რა როლი აქვთ მშობლებს შვილის წარმატებაში და რატომ გახდა ხელოვნური ინტელექტი მომავლის გასაღები?

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშობლის...

ციფრული ხიდები სამშვიდობო პროცესებში – რა როლს ითამაშებს AI კონფლიქტების მოგვარებაში?

დღეს უკვე აშკარაა, რომ ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში უდიდეს გარღვევას მოახდენს აბსოლუტურად ყველა დარგში და სფეროში, დაწყებული მედიცინიდან...