მოზარდებისთვის გორში ხელოვნური ინტელექტის კურსი იწყება

Share post:

გორში, ტექნოპარკის ბაზაზე არსებულ ხელოვნური ინტელექტის აკადემიაში სასწავლო კურსზე მოზარდების მიღება დაიწყო. 2-თვიანი ინტენსიური პროგრამა, პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცვს და პირველი ნაკადისთვის ექსკლუზიურ ფასდაკლებას ითვალისწინებს. კურსი მიზნად ისახავს მომავალი თაობის მომზადებას თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ნავიგაციისთვის.

აკადემიაში მიღება უკვე დაიწყო და ის ორ ძირითად ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი:

  • 10-დან 13 წლამდე მოზარდებისთვის;
  • 14-დან 17 წლამდე ახალგაზრდებისთვის.

სასწავლო პროგრამა სპეციალურად მოზარდების საჭიროებებზე, ინტერესებსა და შესაძლებლობებზეა მორგებული. კურსის განმავლობაში ისინი პრაქტიკულად გაეცნობიან ხელოვნური ინტელექტის მუშაობის პრინციპებს და ისწავლიან მის გამოყენებას ყოველდღიურ თუ პროფესიულ საქმიანობაში.

კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე (ჯამში 32 საათი). პროცესი ორიენტირებულია პრაქტიკულ მეცადინეობებზე, რათა თითოეულმა მოსწავლემ შეძლოს მიღებული ცოდნის რეალურ პროექტებში გამოყენება.

“ტექნოპარკი” მსურველებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული მონაწილეები ისარგებლებენ 40%-იანი ფასდაკლებით. სრული კურსის ღირებულება: 450 ლარი (750 ლარის ნაცვლად).

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება და რეგისტრაცია შეუძლიათ ნომერზე: 568 123 111

დაკავშირებული სტატიები

EU & You! – ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსი იწყება

15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის...

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...