ახალგაზრდული კლუბების წევრთა შესარჩევად, საქართველოს სამ რეგიონში კონკურსი გამოცხადდა

Share post:

თუ ხარ 13-18 წლამდე და ცხოვრობ შიდა ქართლის, ქვემოქართლის ან სამეგრელოს რეგიონში, მაშინ საშუალება გაქვს მონაწილეობა მიიღო  ახალგაზრდული კლუბების წევრთა შესარჩევ კონკურსში, რომელიც პროექტის, “ახალგაზრდების ხმა უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, “ქეა კავკასიის”, მიერ გამოცხადდა.

პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერებას, რათა ისინი ჩაერთონ ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში.

“პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდების ჩართულობას სხვადასხვა სახის არაფორმალურ საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობაში. პროექტის ფარგლებში იგეგმება ახალგაზრდული კლუბების ჩამოყალიბება და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა. კლუბის წევრები 2 წლის განმავლობაში იქნებიან ჩართული კლუბის საქმიანობიში. პროექტის ყველაზე აქტიურ მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩაერთონ ევროპაში დაგეგმილ სასწავლო ვიზიტში, მიიღონ მონაწილეობა ბანაკებში, სასწავლო ტრენინგებში, იდეათონებსა და სხვა სახის არაფორმალურ სასწავლო აქტივობებში. პროექტის მხარდაჭერით, კლუბის წევრები ჩაერთვებიან საკუთარი თემის ახალგაზრდების საჭიროებების გამოვლენასა და, მუნიციპალიტეთან თანამშრომლობის გზით, იმუშავებენ გამოვლენილი პრობლემების გადაჭრაზე”, -აცხადებენ “ქეა კავკასიის” წარმომადგენლები.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს შემდეგი მუნიციპალიტეტებიდან:

შიდა ქართლი, გორის მუნიციპალიტეტი – ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე სოფლები და დევნილთა დასახლებები; 

ქვემო ქართლი – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი; 

სამეგრელო – წალენჯიხა, ჯვარი და ზუგდიდი. 

შერჩევა ღია კონკურსის წესით, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება: 

  • მაღალი მოტივაცია; 
  • მოხალისეობრივი საქმიანობის მიმართ ინტერესი; 
  • ლიდერობის პოტენციალი; 
  • კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება. 

წარმატებული აპლიკანტებმა გასაუბრების ეტაპიც უნდა გადალახონ. 

დაინტერესებულ პირებს კონკურსში მონაწილეობის მიღება სპეციალური სააპლიკაციო ფორმის შევსების შედეგად შეუძლიათ: https://shorturl.at/zBPQT

პროექტი მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით და ხორციელდება “ქეა კავკასიის” მიერ, ადგილობრივ პარტიორ ორგანიზაციებთან, “თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრთან” და “ნეოგენთან” თანამშრომლობით.

დაკავშირებული სტატიები

Chakrulo – ქართული ინოვაცია კოსმოსური ბიოლოგიის სფეროში

ანა სვიანაძე თანამედროვე სამყაროში, სადაც კოსმოსური მოგზაურობა სულ უფრო ახლოვდება კერძო პირებისთვისაც, ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნის შეფასება მნიშვნელოვანი...

ციფრული ჩართულობის მასტერკლასი ქუთაისში – აქტიური საზოგადოებისთვის

გსურთ, რომ თქვენს გარშემო უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ციფრულ ცხოვრებაში? გინდათ, მიიღოთ ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს...

გაუმჭვირვალე თვითმმართველობები და მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემები – NEO TV – მ პროექტის შედეგები შეაჯამა

დასრულდა NEO TV-ის პროექტი შიდა ქართლში, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობის და მათი...

NEO TV – მ კორუფციის თემაზე კვლევის პრეზენტაცია მოაწყო

კორუფციული ნიშნები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში - NEO TV - ს კვლევების მიგნებები ანალიტიკოსებმა მედიას გააცნეს. NeoTv.ge ზე...