გახდი პოპულარული AI – ს დახმარებით და გაზარდე შემოსავალი უსაფრთხოდ – უფასო კურსი სოფლად მაცხოვრებლებისთვის

Share post:

თუ ცხოვრობ შიდა ქართლის რეგიონის რომელიმე სოფელში და გსურს ინტერნეტი სასარგებლოდ გამოიყენო ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, შეგიძლია სრულიად უფასოდ გაიარო შესაბამისი ექსპრეს კურსი და გადადგა პირველი ნაბიჯები თანამედროვე სამყაროსკენ.

კურსი ჩატარდება გორში, 2026 წლის თებერვალსა და მარტში და ჯამში 6 ინტენსიური შეხვედრა გაიმართება, სადაც თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ უნარებსაც შეიძენ.

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • სოციალური ქსელების ეფექტური მართვა.
  • ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით ტექსტების, ფოტოების და
    ვიდეოების გენერაცია
  • ამბის მოყოლა (Storytelling) – როგორ უნდა დააინტერესო შენი საქმიანობით
    ინტერნეტის მომხმარებლები.
  • ბრენდინგი და ციფრული მარკეტინგი
  • ციფრული ჰიგიენა და უსაფრთხოება – ტროლ-ბოტების ამოცნობა და
    მონაცემესბის დაცვა.

კურსი დაგეხმარება ინტერნეტით და სოციალური ქსელებით მეტად პოპულარუული გახადო შენი საქმიანობა ან აშენი იდეა აქციო შემოსავლის წყაროდ. რაც მთავარია ეს ყველაფერი დაცულ და უსაფრთხო სივრცეში. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ,
ისე პრაქტიკულ ნაწილს.

გადამზადებული მონაწილეები გაივილიან კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატებს და შეძლბენ მიღებული ცოდნა სხვებსაც გაუზიარონ, რთა აღნიშნული შესაძლებლობები სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდეს.

კონკურსის წესით შეირჩევა მხოლოდ 15 მონაწილე. სწავლა სრულიად უფასოა! რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 29 იანვარი. კურსი დაიწყება 1 თებერვლიდან.

არ გაუშვა შანსი, შეცვალო შენი ციფრული მომავალი, გადადი ბმულზე და დარეგისტრირდი ახლავე: https://forms.gle/rnk9KdHsboFcf99X9

დაკავშირებული სტატიები

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...

რა როლი აქვთ მშობლებს შვილის წარმატებაში და რატომ გახდა ხელოვნური ინტელექტი მომავლის გასაღები?

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშობლის...

ციფრული ხიდები სამშვიდობო პროცესებში – რა როლს ითამაშებს AI კონფლიქტების მოგვარებაში?

დღეს უკვე აშკარაა, რომ ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში უდიდეს გარღვევას მოახდენს აბსოლუტურად ყველა დარგში და სფეროში, დაწყებული მედიცინიდან...