გინეკოლოგი, ფსიქოლოგი და ოჯახის ექიმი – ერგნეთში სამედიცინო აქცია გაიმართება

Share post:

22 ივლისს, ერგნეთის მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურეობა გაეწევა. მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება 12:00-დან 16:00 საათამდე, ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის შენობაში.


ერგნეთის მოსახლეობა ისარგელბებს შემდეგი უფასო სამედიცინო სერვისებით:


⮚ ოჯახის ექიმის კონსულტაცია -ყველა ასაკის პირებისთვის, საჭიროებისამებრ
დაინიშნება სწორი მკურნალობა.


⮚ ექიმ გინეკოლოგის კონსულტაცია-მოზარდი გოგონებისთვის; ფერტილური ასაკის
ქალებისთვის; ორსულებისთვის; მენოპაუზის პერიოდში მყოფილ ქალებითვის.


⮚ ექიმ ექოსკოპისტი-ულტრაბგერითი კვლვები მოზარდი გოგონებისთვის;
ფერტილური ასაკის ქალებისთვის, ორსულებისთის, მენოპაუზის პერიოდში მყოფი
ქალებისთვის.


⮚ ფსიქოლოგის კონსულტაცია-ყველა ასაკის პირებისთვის.

“ასოციაცია ,,HERA XXI” მადლობას უხდის გორის მუნიციპალიტეტის ტირძნისის ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელობას და საჯარო სკოლის ადმინისტრაციას აქციის ხელშეწყობისთვის. საქართველოს არასამთავრობო ორგანიზიაცია ასოციაცია ,,HERA XXI” 1998 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სფეროში. ასოციაცია მხარს უჭერს რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ჯანსაღი ცხობრების შესახებ ინფორმაციის, ყოვლისომცველი განათლებისა და ხარიხსიანი სერვისების მიწოდებას, მოსახლეობის ყველაზე დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფებისთვის”, – წერია ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამედიცინო აქცია ეწყობა საქართველოს არასამთავროო ორგანიზაცია ასოციაცია ,,HERA XXI”-ის ინიციატივით, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ჩართულობით და მედია სააგენტო “NEO TV”-ს თანამშრომლობით.

დაკავშირებული სტატიები

მთიანი ყარაბაღი 3000-მდე ადამიანმა დატოვა – სომხეთის ხელისუფლება

სომხეთის მთავრობის ოფიციალური განცხადების მიხედვით, 25 სექტემბრის 06:00 საათისთვის მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში გაემგზავრა 2906 იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთაგან...

საოკუპაციო ხაზთან, მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ნეო ტვ-ს პროექტის მონაწილეებმა გამოკითხვა ჩაატარეს. ნათია სიდამონიძემ და ლიკა ომაძემ რესპონდენტები გორის...

ცხინვალთან ახლოს, ახალგაზრდებმა ევროკავშირის სიკეთეები განიხილეს

რისთვის გვჭირდება ევროინტეგრაცია? - ეს იყო საუბრის თემა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ნეო ტვ-ს პროექტის...

“დემოკრატია იწყება სკოლიდან”​ – ესსეების კონკურსი შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

თუ ხარ ახალგაზრდა (14 წლის ზემოთ), ცხოვრობ შიდა ქართლში და გსურს დემოკრატიის თემაზე საუკეთესო ესსეს ავტორი გახდე, შესაძლებლობა გაქვს მონაწილეობა მიიღო...