გორის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში სასმელი წყლის ხარისხს შეამოწმებენ

Share post:

“სუფთა სასმელ წყალზე წვდომის ხელშეწყობა ახალგაზრდების ადვოკატირების გაძლიერების გზით”, – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც შიდა ქართლში, სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრი საინიციატივო ჯგუფთან, “ახალგაზრდები სუფთა წყლის ხელმისაწვდომობისთვის” ერთად ახორციელებს.

პროექტი USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია გორის მუნიციპალიტეტში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებთან, ე.წ. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მოსახლეობისთვის ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდების ხელშეწყობა.

“ამ პროექტით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერებას ვცდილობთ წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის უფლებისა და სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებით და ადვოკატირების უნარების განვითარებით. დაგეგმილი გვაქვს რვა სოფელში (ტყვიავი, ტირძნისი, კარალეთი, კიწნისი, ქვემო ხვითი, ფხვენისი, შავშვები და ბროწლეთი) სასმელი წყლის სინჯებზე მიკრობიოლოგიური ანალიზის გაკეთება და ახალგაზრდების ჩართვა
გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც მოიცავს ხარისხიანი სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის
მოთხოვნით, ადგილობრივ დონეზე ადვოკატირებას
“, -აღნიშნა NEO TV – სთან საუბრისას პროექტის ხელმძღვანელმა, შოთა ბუჩუკურმა.


პროექტის ფარგლებში გორში, 18-20 სექტემბერს, სოფლად მცხოვრებმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს სპეციალურ ტრენინგში, სადაც მათ შეისწავლეს წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ადამიანის უფლების არსი და გაიაზრეს მისი მნიშვნელობა.

გარდა ამისა, სპეციალისტებმა მათ გააცნეს თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის კანონით დადგენილი ფორმები და სამოქალაქო ჩართულობის შესაძლებლობები. ახალგაზრდებმა ასევე განივითარეს ხარისხიან სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ადვოკატირებისათვის კომუნიკაციის შესაბამისი უნარები. ღონისძიების მსვლელობისას მონაწილეებმა შეიმუშავეს კომუნიკაციის სტრატეგიაც, რის შედეგადაც, პროექტის გუნდთან კოორდინაციით, თავად დაგეგმავენ და განახორციელებენ ადვოკატირების ღონისძიებებს.

დაკავშირებული სტატიები

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...

რა როლი აქვთ მშობლებს შვილის წარმატებაში და რატომ გახდა ხელოვნური ინტელექტი მომავლის გასაღები?

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშობლის...

ციფრული ხიდები სამშვიდობო პროცესებში – რა როლს ითამაშებს AI კონფლიქტების მოგვარებაში?

დღეს უკვე აშკარაა, რომ ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში უდიდეს გარღვევას მოახდენს აბსოლუტურად ყველა დარგში და სფეროში, დაწყებული მედიცინიდან...