დეზინფორმაციის საფრთხეებზე, საოკუპაციო ხაზის ლიდერი ახალგაზრდები ტრენერებად გადამზადდნენ

Share post:

დასრულდა ორ დღიანი ტრენინგი თბილისში, რომელიც “სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის” ორგანიზებით, მედიაწიგნიერების შესახებ გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს შიდა ქართლის რეგიონში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებმა ახალგაზრდა ლიდერებმა. ტრეინინგი მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებას, რათა მათ შეძლონ ადგილობრივ დონეზე ცნობიერების ამაღლება მედიაწიგნიერების საკითხებზე, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის, დეზინფორმაციისა და მისი თანმდევი საფრთხეების შესახებ და იმოქმედონ, როგორც თანატოლგანმანათლებლებმა საკუთარ თემში.


“ღონისძიება ჩატარდა პროექტის ,”ნატოს შესახებ ინფორმირებულობისა და ცნობიერების დონის ამაღლება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას გლობალურ უსაფრთხო გარემოში ნატოს როლთან და საქართველო-ნატოს თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ, ასევე, დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ახალგაზრდების მედია
წიგნიერების უნარების განვითარების გზით”
, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

მსგავსი სახის შეხვედრები სამიზნე აუდიტორიასთან სამომავლოდაც გაგრძელდება, შიდა ქართლში პროექტის მედიაპარტნიორია ნეო ტვ.

დაკავშირებული სტატიები

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...

რა როლი აქვთ მშობლებს შვილის წარმატებაში და რატომ გახდა ხელოვნური ინტელექტი მომავლის გასაღები?

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშობლის...

ციფრული ხიდები სამშვიდობო პროცესებში – რა როლს ითამაშებს AI კონფლიქტების მოგვარებაში?

დღეს უკვე აშკარაა, რომ ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში უდიდეს გარღვევას მოახდენს აბსოლუტურად ყველა დარგში და სფეროში, დაწყებული მედიცინიდან...