ვიზუალური მასალების კონკურსი ყალბი ამბების გამოსავლენად – გამარჯვებულს თანხა გადაეცემა

Share post:

Neo Tv აცხადებს კონკურსს, დეზინფორმაციისა და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, მონაცემებზე დაყრდნობით მომზადებული საუკეთესო ვიზუალური მასალის გამოსავლენად. აუცილებელია, რომ ავტორმა, ნამუშევრის მომზადებისას, გამოიყენოს https://askgov.ge/ – დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, მონაცემები კი ვიზუალურად, საკონკურსო მასალაში ასახოს.

საკონკურსო მასალა მისმა ავტორმა (აუცილებელია იყოს სრულწლოვანი), უნდა გამოგზავნოს neotv.ge@gmail.com – ზე, 2023 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს NEO TV უფასო მასტერკლასს სთავაზობს, სადაც ერთი კვირის განმავლობაში (როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ სივრცეში) ისინი მენტორების დახმარებით შეარჩევენ თემას, გაეცნობიან ღია წყაროების ხელმისაწვდომობის საშუალებებს, გამოითხოვენ საჭირო მონაცემებს და გამოიმუშავებენ ამბის ეფექტურად გადმოცემის უნარს. დასასრულს კი ისინი გაივლიან კონსულტაციებს ვიზუალიზაციების აწყობასთან დაკავშირებით, რაც უფრო კონკურენტუნარიანს გახდის თითოეულ მონაწილეს.

მასტერკლასის გავლის მსურველებმა პირველ აგვისტომდე, მითითებულ მეილზე უნდა გამოგზავნონ სამოტივაციო წერილი (ნახევარი გვრდი) და საკონტაქტო ინფორმაცია.

გამარჯვებული ვიზუალიზაციის ავტორი აგვისტოს ბოლოს გამოვლინდება და მას ფულადი ჯილდო გადაეცემა.

კონკურსი Neo Tv -ს პროექტის ფარგლებში, ForSet – ის მხარდაჭერით ტარდება.

დაკავშირებული სტატიები

EU & You! – ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსი იწყება

15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის...

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...