მედიაწიგნიერების განვითარება ვიშეგრადის ქვეყნების ექსპერტიზის გზით

Share post:

სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, 2024 წლის 16-21 აპრილს საქართველოში ჩატარდა ტრეინინგი “EmpowerED: ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა ვიშეგრადის ქვეყნების ექსპერტიზის გაცვლის გზით”.

პროგრამაში მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდა ლიდერები და სამოქალაქო, საგანმანათლებლო და მედია ორგანოზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, მოლდოვადან  და სომხეთიდან. საქართველოდან, პროგრამაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები შიდა ქართლის რეგიონიდან. 

პროგრამა მოიცავდა ორ მოდულს: ტრენინგი მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის საკითხებთან ბრძოლის თემაზე და ტრენერთა ტრენინგი

შეხვედრებს უძღვებოდნენ ექსპერტები პოლონეთიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, ჩეხეთიდან , მოლდოვადან  და სომხეთიდან .

“პროექტი მიზნად ისახავს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებასა და დეზინფორმაციის საფრთხის შერბილებას საქართველოში, მოლდოვასა და სომხეთში. პროექტს აფინანსებენ ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის მთავრობები ვიშეგრადის გრანტების მეშვეობით,  საერთაშორისო ვიშეგრადის ფონდიდან. პროექტი თანადაფინანსებულია კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ”, – განმარტეს ორგანიზატორებმა.

დაკავშირებული სტატიები

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...

რა როლი აქვთ მშობლებს შვილის წარმატებაში და რატომ გახდა ხელოვნური ინტელექტი მომავლის გასაღები?

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშობლის...

ციფრული ხიდები სამშვიდობო პროცესებში – რა როლს ითამაშებს AI კონფლიქტების მოგვარებაში?

დღეს უკვე აშკარაა, რომ ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში უდიდეს გარღვევას მოახდენს აბსოლუტურად ყველა დარგში და სფეროში, დაწყებული მედიცინიდან...