მოსახლეობას სერვისებზე ხელი არ მიუწვდება – ერგნეთში სამედიცინო აქცია მოეწყო

Share post:

ოკუპირებული ტერიტორიასთან მდებარე სოფელში სამედიცინო აქცია მოეწყო. ასოციაცია ჰერა XXI-ის ინიციატივით, ციფრული ტექნოლოგიების სააგენტო NEO TV -ისა და ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ კლინიკასთან თანამშრომლობით, გორის მუნიციპალიტეტის, ოკუპირებული ცხინვალის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში, ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის შენობაში, ჩატარდა გასვლითი უფასო ვიზიტი ოჯახის ექიმის, გინეკოლოგ- რეპროდუქტოლოგის, ექოსკოპისტისა და ფსიქოლოგის ჩართულობთ.

კონსულტაციაზე მისული მოსახლეობა აღნიშნავს, რომ სოფელში არის სოფლის ექიმი, თუმცა წვდომა მის სერვისზე ფრაგმენტულია. არ აქვთ ტერიტორიული ხელმისაწვდომობა აფთიაქსა და ლაბორატორიულ კვლევებზე, რის გამოც უწევთ ქალაქ გორში ან სოფელ ტყვიავში წასვლა. აღნიშნულს ამწვავებს ის ფაქტი, რომ მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ესახურება სტაბილურად და მოწესრიგებულად, რაც უქმნით დამატებით გეოგრაფიულ და ფინანსურ ბარიერებს.

არ არიან ინფორმირებული სახელმწიფოში მოქმედ ჯანდაცვის პროგრამებზე, მათ შორის უფასო წამლების პროგრამაზე ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის (ჰიპერტონული დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა, არითმიები, შაქრიანი დიაბეტი, დიფუზურ- კვანძოვანი ჩიყვი) და უწევთ თბილისში გამოწერილი ძვირადღირებული ალტერნატიული მედიკამენტების შეძენა.

დაკავშირებული სტატიები

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...

რა როლი აქვთ მშობლებს შვილის წარმატებაში და რატომ გახდა ხელოვნური ინტელექტი მომავლის გასაღები?

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშობლის...

ციფრული ხიდები სამშვიდობო პროცესებში – რა როლს ითამაშებს AI კონფლიქტების მოგვარებაში?

დღეს უკვე აშკარაა, რომ ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში უდიდეს გარღვევას მოახდენს აბსოლუტურად ყველა დარგში და სფეროში, დაწყებული მედიცინიდან...