როგორ გადავამოწმოთ და ავსახოთ ვიზუალიზაციაში ფაქტის სიზუსტე? – ტრენინგი პროექტის მონაწილეებთან

Share post:

ღია მონაცემების ჰაბს, რომელიც ნეო ტვ-ს ბაზაზეა შექმნილი ადგილობრივი ქალები და ახალგაზრდები შეუერთდნენ. ტრენინგ-სემინარებს მონაცემთა ვიზუალიზაციის თემაზე ჯამში 15 მონაწილე გადის, რის შედეგადაც მიღებულ ცოდნას ევროკავშირთან დაკავშირებული მითების საპირწონედ, გადამოწმებული ამბების მომზადებისას გამოიყენებენ.

“შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში განსაკუთრებით ხშირად გვესმის მცდარი შეფასებები ევროკავშირზე და ქვეყნის ამ გაერთიანებაში გაწევრიანების პერსპექტივაზე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ღია მონაცემების ჰაბის გაფართოება და გადამზადება ფაქტების მოძიებისა და ამბების გადამოწმების შესაძლებლობების შესახებ, რაც ვფიქრობ უშედეგო არ აღმოჩნდება. მინიმუმ ოჯახის წევრებთან მაინც გაავრცელებენ იმ ფაქტებს, რასაც რუსეთის პროპაგანდა სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით მალავს, შედეგად კი არასწორი ინფორმაცია ელვის სისწრაფით ვრცელდება და აზიანებს საზოგადოებას“,-აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა ნინო ჩიბჩიურმა.

პროექტი, რომლის ფარგლებშიც სოფლად მცხოვრებ ქალებსა და ახალგაზრდებს ტრენინგები უტარდებათ “ფორსეტის” მიერაა მხარდაჭერილი. ტრენინგების შემდეგ მონაწილეები ევროკავშირთან დაკავშირებული მითების საპირისპირო, ფაქტებზე დაფუძნებულ ვიზუალიზაციებს წარმოადგენენ, საუკეთესო ნაშრომის ავტორს კი ფულადი ჯილდო გადაეცემა. ნამუშევრების პრეზენტაცია 18 აგვისტოს, 13:00 საათზე, სიმბოლურად, აგვისტოს ომის მუზეუმში გაიმართება.

დაკავშირებული სტატიები

მთიანი ყარაბაღი 3000-მდე ადამიანმა დატოვა – სომხეთის ხელისუფლება

სომხეთის მთავრობის ოფიციალური განცხადების მიხედვით, 25 სექტემბრის 06:00 საათისთვის მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში გაემგზავრა 2906 იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთაგან...

საოკუპაციო ხაზთან, მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ნეო ტვ-ს პროექტის მონაწილეებმა გამოკითხვა ჩაატარეს. ნათია სიდამონიძემ და ლიკა ომაძემ რესპონდენტები გორის...

ცხინვალთან ახლოს, ახალგაზრდებმა ევროკავშირის სიკეთეები განიხილეს

რისთვის გვჭირდება ევროინტეგრაცია? - ეს იყო საუბრის თემა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ნეო ტვ-ს პროექტის...

“დემოკრატია იწყება სკოლიდან”​ – ესსეების კონკურსი შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

თუ ხარ ახალგაზრდა (14 წლის ზემოთ), ცხოვრობ შიდა ქართლში და გსურს დემოკრატიის თემაზე საუკეთესო ესსეს ავტორი გახდე, შესაძლებლობა გაქვს მონაწილეობა მიიღო...