როგორ მუშაობს მედია საოკუპაციო ხაზთან? – NEO TV და GMG უცხოელ ექსპერტებს არსებულ ვითარებას აცნობენ

Share post:

როგორ ვაქციოთ მოპოვებული ინფორმაცია უფრო მიმზიდველად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით? – ამ თემაზე ჟურნალისტებს უცხოეული ექსპერტები გამოცდილებას უზიარებენ. პრაქტიკის ნაწილში კი სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელ აქტუალურ საკითხებს, მონაწილეთა პრეზენტაციებიდან ეცნობიან და მათი ეფექტურად გაშუქების გზებს სთავაზობენ. შიდა ქართლიდან 5 დღიან შეხვედრას ირინა ხმიადაშვილი და ლიკა თოთლაძე ესწრებიან. მათ საკუთარი გამოსვლის დროს, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების მდგომარეობაზე გაამახვილეს ყურადღება და ამ პროცესში მედიის როლზე ისაუბრეს.

პროექტი, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული ღონისძიება მიმდინარეობს ევროკავშირის მიერაა მხარდაჭერილი და მისი მთავარი მიზანია ეთიკური და პროფესიული მედია გარემოს შექმნა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. კონკრეტულად კი გათვალისწინებულია პროფესიონალური მედიასაშუალებებისსთვის სპეციალური ქსელის შექმნა, რომელიც გაზრდის სარედაქციო შესაძლებლობებს და მხარს დაუჭერს სიცოცხლისუნარიანობის გაზრდას, დამოუკიდებელი მედია საშუალებებისთვის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, გამოცდილების გაცვლის, ურთიერთსწავლისა და თანამშრომლობის ინიცირებით, მრავალფეროვანი,სანდო, მაღალი ხარისხის ჟურნალისტიკის განვითარების გზით.

შეხვედრები მიზნად ისახავს ციფრული ტრანსფორმაციის ფონზე, სხვადასხვა ტიპის მედია საშუალებების აღჭურვას და მათ გაძლიერებას საჭირო მეთოდოლოგიებითა და პრაქტიკული ინსტრუმენტებით. რათა მათ ეფექტურად გააგრძელონ საკუთარი საქმიანობა თანამედროვე გამოწვევების პარალელურად, აუდიტორიის მოზიდვის და მათთვის საინტერესო საკითხების ეფექტურად გაშუქების მიმართულებით“-აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.


დაკავშირებული სტატიები

ბავშვებს ონლაინ სივრცეშიც სჭირდებათ დაცვა – ტრენინგი “მეცნიერებათა სკოლაში”

სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად ვაწყდებით არაზუსტ ან მავნე ინფორმაციას – სწორედ ამიტომ ჩატარდა გორში, "მეცნიერებათა სკოლაში" მედიაწიგნიერების ტრენინგი, სადაც...

“არასდროს დაბრუნდე საბჭოთა კავშირში” – მესიჯი, რომელმაც ელჩების ყურადღება მიიპყრო

გორში, ხელოვნების სახლში გამართულ გამოფენაზე დღეს, სტუმრების ყურადღება სამოქალაქო აქტივისტის, თეონა ფანქველაშვილის მესიჯმა მიიპყრო, რომელიც მაისურზე ჰქონდა გამოსახული.  ღონისძიებას...

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდები სასწავლო ვიზიტით ვილნიუსში იმყოფებდონენ

2025 წლის ​1​1-14 მარტს, სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა სასწავლო ვიზიტი ვილნიუსში. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ლიეტუვაში...

“ნეომედი” – თირკმლის მსოფლიო დღე და არსებული გამოწვევები

13 მარტი თირკმლის მსოფლიო დღეა. სწორედ თირკმლის ქრონიკულ დაავადებასთან დაკავშირებული თემების განხილვას ეთმობა გადაცემა "ნეომედი" - ეკა სუხიშვილთან...