როგორ ხდება ინფორაციის მოძიება-გავრცელება? – მოზარდების ვიზიტი NEO TV-ში

Share post:

როგორ ხდება ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება, კადრების თანმიმდევრობის განსაზღვრა, ინტერვიუს ჩაწერა და რა დროშია ეს ყველაფერი შესაძლებელი? – ეს იყო ის მთავარი კითხვები, რაც NEO TV – ში სტუმრად მყოფმა მოზარდებმა ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს დაუსვეს. ონალინ მედიის ოფისში, გორის მე-8 საჯარო სკოლის მე-5 (ბ) კლასის მოსწავლეების ვიზიტი მათი კლასის დამრიგებელმა, ნანა სხირტლაძემ დააორგანიზა. როგორც აღმოჩნდა მოსწავლეთა შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებსაც სამომავლო პროფესიად სწორედ ჟურნალისტობა აქვთ არჩეული. NEO TV- ს გუნდმა მოზარდებს ადგილზე გააცნო მედიის მუშაობის სპეციფიკა და ჟურნალისტიკის როლზე ესაუბრა.

“ჟურნალისტის პროფესია ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ბავშვებში. უჩნდებათ კითხვები, რა ხდება ცისფერი ეკრანის მიღმა, ვინ არიან ადამიანები, ვინც ინფორმაციას გვაწვდიან, ამზადებენ რეპორტაჟებს, სად იღებენ სიუჟეტებს და ა. შ. უამრავი შეკითხვა ჰქონდათ ბავშვებს ამ სფეროს ირგვლივ. დღევანდელმა შეხვედრამ მოსწავლეებს საშუალება მისცა ყველა შეკითხვაზე ამომწურავი და საინტერესო პასუხები მიეღოთ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ნეო ტვ-ის თანამშრომლებს და მის ხელმძღვანელს, ნინო ჩიბჩიურს. ნეო ტვ – ში სტუმრობის მიზეზიც მოსწავლეების დიდი ინტერესიდან გამომდინარე დაიგეგმა. -აღნიშნა კლასის ხელმძღვანელმა, ნანა სხირტლაძემ.

დაკავშირებული სტატიები

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...

რა როლი აქვთ მშობლებს შვილის წარმატებაში და რატომ გახდა ხელოვნური ინტელექტი მომავლის გასაღები?

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშობლის...

ციფრული ხიდები სამშვიდობო პროცესებში – რა როლს ითამაშებს AI კონფლიქტების მოგვარებაში?

დღეს უკვე აშკარაა, რომ ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში უდიდეს გარღვევას მოახდენს აბსოლუტურად ყველა დარგში და სფეროში, დაწყებული მედიცინიდან...