საუბრები ევროკავშირზე – ცხინვალთან ახლოს, მოზარდებმა გავრცელებული მითები განიხილეს

Share post:

“ფონდი ტასოს” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, აქტივისტები შიდა ქართლის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. ამჯერად ევროკავშირზე საუბრები სოფელ ბროწლეთში მოეწყო. შეხვედრას ნეო ტვ-ს პროექტის მონაწილე, ალექსი დოიჯაშვილი უძღვცებოდა, რომელმაც გარკვეული პერიოდის მანძილზე ევროკავშირის ბაზრის შესახებ გავრცელებული მითები შეისწავლა და მის საპირწონედ, ფაქტებით გამყარებული ინფორმაცია მოსახლეობას გაუზიარა.

“შეხვედრას ძირითადად ადგილობრივი ახალგაზრდები ესწრებოდნენ. ისინი თავდაპირველად, სავარაუდოდ უფროსი თაობისგან მიწოდებულ მითებს აჟღერებდნენ, რომლის თანახმად, მოსავლის გასაღებისთვის ხელმისაწვდომი ბაზარი რუსეთია და ევროპის ბაზრის სტანდარტებს ვერ დააკამოყფილებენ. მას შემდეგ რაც კონკრეტული მაგალითები გავაცანით, მათ შორის ახლომდებარე სოფლებიდანაც და ავუხსენით თუ ვინ როგორ შეძლო ევროკავშირის ქვეყნებში პროდუქციის გატანა და რა შემოსავალი მიირეს აქედან მათი წარმოდგენები შეიცვალა. სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო კითხვები, რასაც ნეო ტვ-ს პროექტი ფარგლებში მიღებული ცოდნის საფუძველზე ვუპასუხეთ და ვფიქრობთ ხელი შევუწყეთ ცნობიერების ამაღლებას მთელ რიგ საკითხებზე, რაც ამ ახალგაზრდებს ჯერ არ ჰქონიათ გაგებული”, – აღნიშნა ალექსი დოიჯაშვილმა.

ნეო ტვ – ს აქტივისტები მსგავსი სახის შეხვედრებს წლის ბოლომდე 15 სოფელში მოაწყობენ და ამ გზით ხელს შეუწყობენ ცნობიერების ამაღლებას მოსახლეობაში და დეზინფორმაციის წინააღმდეგ რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მასალების ადგილობრივებამდე მიტანას.

დაკავშირებული სტატიები

ციფრული ცვლილებების ელჩები საკუთარ თემში – მეწარმე ქალების სასწავლო კურსი დასრულდა

დასრულდა ერთთვიანი, ინტენსიური სატრენინგო კურსი, რომელმაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 15 მეწარმე ქალი ახალი ტექნოლოგიური ეპოქის გამოწვევებისთვის...

მოზარდებისთვის გორში ხელოვნური ინტელექტის კურსი იწყება

გორში, ტექნოპარკის ბაზაზე არსებულ ხელოვნური ინტელექტის აკადემიაში სასწავლო კურსზე მოზარდების მიღება დაიწყო. 2-თვიანი ინტენსიური პროგრამა, პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცვს...

უფასო სერვისების მიღება ქალებს დისტანციურ რეჟიმშიც შეუძლიათ

თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, დღეს ჯანმრთელობასა და უფლებებზე ზრუნვა ბევრად მარტივი გახდა. სპეციალურად ქალებისთვის ასოციაცია "HERA XXI" - მა...

გახდი პოპულარული AI – ს დახმარებით და გაზარდე შემოსავალი უსაფრთხოდ – უფასო კურსი სოფლად მაცხოვრებლებისთვის

თუ ცხოვრობ შიდა ქართლის რეგიონის რომელიმე სოფელში და გსურს ინტერნეტი სასარგებლოდ გამოიყენო ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, შეგიძლია სრულიად უფასოდ...