საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, ევროკავშირის ბაზარზე მრავალი სახის პროდუქცია გაიტანოს 

Share post:

ავტორი: გიორგი დოიჯაშვილი

ევროკავშირის ბაზარზე საქართველოს მხოლოდ რამდენიმე სახის პროდუქცია გააქვს? ეს კითხვა რუსეთის მიერ გავრცელებული ერთ-ერთი მითიდან მომდინარეობს. რამდენად შეესაბამება რეალობას ის მოსაზრება, რომ საქართველოდან პროდუქციის რეალიზება ევროკავშირის ქვეყნებში ყველასთვის არ არის შესაძლებელი, რეალურად კი არსებობს კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილებაც ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია.

რას გულისხმობს ასოცირების შესახებ შეთანხმება?

ასოცირების შესახებ შეთანხმება 2016 წლის ივლისში შევიდა ძალაში. მისი მიზანი საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაციაა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის მოქმედებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, ხოლო 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის უფლებით. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და ყოველწლიურად საქართველოსთვის ტექნიკური და ფინანსური დახმარების სახით 100 მლნ ევროზე მეტ თანხას გამოყოფს.

2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ასოცირების შესახებ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) ჩათვლით.   თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ეს შეთანხმება განსაკუთრებული ტიპის შეთანხმებად არის მიჩნეული, რადგან მას აქვს ევროკავშირის შიდა ბაზარში ინტეგრირების ამბიციური ამოცანა. DCFTA ასოცირების შეთანხმების მთავარი ღერძია და საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზებასა და დივერსიფიცირებას ეხმარება.

საქართველოს აქვს პოტენციალი იმისა, რომ მრავალი სახის პროდუქცია გაიტანოს ევროკავშირის ბაზარზე. ამისათვის საჭიროა მაღალ ხარისხოვანი პროდუქტის წარმოება, რაც  საქართველოსთვის შესაძლებელია. ,ქართული პროდუქცია ეს იქნება ღვინო თუ ნებისმიერი რამ მსოფლიოს ბაზარზე ერთერთი პირველია.

ევროკავშირში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონლის ტოპ-5-ეული:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები – $51.2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 38%;

2. თხილი და კაკალი – $9.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 8%;

3. კომპიუტერები და ბლოკები – $8.1 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 5,457%;

4. სპირტიანი სასმელები – $6.9 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 110%;

5. ღვინოები – $3.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 24%.

წლიდან წლამდე ადგილობრივი ექსპორტიორებისთვის ევროკავშირის ბაზარი უფრო მდგრადი და პროგნოზირებადი ხდება, რამაც რეკორდულად გაზარდა ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიებისა და ექსპორტზე გატანილი საქონლის მონაცემები.

უნდა აღინიშნოს, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროკავშირთან სავაჭრო მონაცემების დადებით დინამიკაზე. გასული წლის მონაცემებით, რეკორდულად გაიზარდა და 800 მილიონ დოლარს გადააჭარბა ექსპორტის მაჩვენებელმა. ასევე მნიშვნელოვნად – 1 000-მდე გაიზარდა ექსპორტიორი კომპანიების მაჩვენებელი, სულ უფრო იზრდება პროდუქტების დივერსიფიცირებაც. აღსანიშნავია, რომ 2014 წლამდე ეს მაჩვენებლები იყო ბევრად ნაკლები. დღეს კი აბსოლუტურად სხვა რეალობა და სხვა ციფრები გვაქვს სახეზე.

2022 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან გაიზარდა 29%-ით, 3 912 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 21% შეადგინა.

დაკავშირებული სტატიები

გორის მუნიციპალიტეტში, 8-დან 5 სოფელში სასმელი წყალი დაბინძურებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბროწლეთში, ტყვიავში, ტირძნისში, ფხვენისში, კარალეთში, ქიწნისში, ქვემო ხვითსა და შავშვებში სასმელი წყლის ხარისხი შეამოწმეს....

ევროკავშირზე გავრცელებული მითების გაქარწყლება ფაქტებით შეგვიძლია – თათია ინჯგია

თათია ინჯგია ისტორიულად, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი ეროვნული არჩევანი ყოველთვის დასავლური სამყაროსკენ სწრაფვით იყო განპირობებული. ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულმა...

ევროინტეგრაცია და დემოკრატია საქართველოში 2024 წლის მოვლენების ფონზე

ლიკა მზარეულიშვილი 2024 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპია ევროინტეგრაციისა და დემოკრატიის განვითარების გზაზე. ბოლო წლები სერიოზულ გამოწვევებს და საკვანძო გადაწყვეტილებებს...

“რუხი ზონა” – ჰიბრიდული ომის შესახებ გორში დისკუსია გაიმართა

"ჰაკერები თავისუფალი ხალხია. ისინი ჰგვანან ხელოვანებს, რომლებიც თუ კარგ ხასიათზე არიან, დილით დგებიან და იწყებენ ხატვას. ჰაკერებიც ასე...