ტექნოლოგიების დანერგვა სამოქალაქო განათლების პროცესში – გორში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება

Share post:

13 ივნისს,  14:00 საათზე, გორში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის, 2022-2023 სასწავლო წლის შემაჯამებელი  ღონისძიება გაიმართება.

პროგრამის მიზანია, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას.

შეხვედრას USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძეც დაესწრება. ღონისძიებას “საზოგადოება ბილიკი” უმასპინძლებს. ორგანიზაციის წარმომადგენელი ლია გორელიშვილი პროგრამის ერთი  წლის შედეგების მიმოხილვას წარმოადგენს. შიდა ქართლის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები კი წარმატებული სამოქალაქო კლუბის, მოსწავლეთა თვითმმართველობის, მცირე საგრანტო  პროექტების და კერძო სექტორთან თანამშრომლობის შესახებ  პრეზენტაციებს გააკეთებენ.

შეხვედრაზე, პედაგოგებისთვის შეთავაზებული რესურსის და დაგეგმილი აქტივობების შესახებ რეგიონალური კოორდინატორი ლელა წურწუმია ისაუბრებს.

ღონისძიებას USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის შიდა ქართლის რეგიონის პარტნიორი სკოლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრების,  ადგილობრივი ხელისუფლების, მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელედება  PH International –  საქართველოს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია „საზოგადოება ბილიკი”.

დაკავშირებული სტატიები

EU & You! – ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსი იწყება

15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის...

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...