უკრაინელებს საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალური პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ – თამარ მელიქია

Share post:

საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს შეუძლიათ ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალური პროგრამით სარგებლობა, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეთა კონკრეტულ ჯგუფებს. ეს საკითხი ნეო ტვ-ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე უკრაინელებს ჯანდაცვის სამინისტროს რეგიონულმა წარმომადგენელმა, თამარ მელიქიამ გააცნო. როგორც აღმოჩნდა, ამის შესახებ შიდა ქართლში მცხოვრები უკრაინელებისთვის უცნობი იყო და სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტს ფინანსური კრიზისის გამო ვერ ახერხებდნენ. მელიქიამ მათ დეტალურად აუხსნა პროგრამით სარგებლობის ეტაპები და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას დაპირდა.

“საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას, მიიღონ საჭირო გამოკვლევების ჩამონათვალი და შემდეგ ამ დოკუმენტით ჩაიტარონ ყველა საჭირო პროცედურა, რასაც რეფერალური პროგრამა ითვალისწინებს“,-განმარტა თამარ მელიქიამ.

რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეებისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურებების დაფინანსებას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში). ამ პროგრამით მოსარგებლეთა შორის შეიძლება იყვნენ სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების დროს დაზარალებული მოსახლეობა, თუ ეს ხარჯები არ იფარება სხვა სახელმწიფო პროგრამების ან დაზღვევის მეშვეობით;ასევე ის პირები, რომლებიც “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი ან შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტის ქონის მიუხედავად.

დაკავშირებული სტატიები

მთიანი ყარაბაღი 3000-მდე ადამიანმა დატოვა – სომხეთის ხელისუფლება

სომხეთის მთავრობის ოფიციალური განცხადების მიხედვით, 25 სექტემბრის 06:00 საათისთვის მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში გაემგზავრა 2906 იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთაგან...

საოკუპაციო ხაზთან, მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ნეო ტვ-ს პროექტის მონაწილეებმა გამოკითხვა ჩაატარეს. ნათია სიდამონიძემ და ლიკა ომაძემ რესპონდენტები გორის...

ცხინვალთან ახლოს, ახალგაზრდებმა ევროკავშირის სიკეთეები განიხილეს

რისთვის გვჭირდება ევროინტეგრაცია? - ეს იყო საუბრის თემა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ნეო ტვ-ს პროექტის...

“დემოკრატია იწყება სკოლიდან”​ – ესსეების კონკურსი შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

თუ ხარ ახალგაზრდა (14 წლის ზემოთ), ცხოვრობ შიდა ქართლში და გსურს დემოკრატიის თემაზე საუკეთესო ესსეს ავტორი გახდე, შესაძლებლობა გაქვს მონაწილეობა მიიღო...