უკრაინიდან ლტოლვილების და ცხინვალის რეგიონიდან დევნილების მონაწილეობით ქალთა საფეხბურთო გუნდი იქმნება

Share post:

გორში, ქალთა საფეხბურთო გუნდი იქმნება, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დევნილები უკრაინელ ლტოლვილებთან ერთად ითამაშებენ. იდეის ავტორი “საუკ 2022”- ია, რომელიც ერთი წელია შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ უკრაინიდან ლტოლვილებს სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს. ორგანიზაციის დამფუძნებელმა აღნიშნულის შესახებ ნეო ტვ-სგადაცემაში “მედიატორი” ისაუბრა, საიდანაც დაინტერესებულ პირებს გამოხმაურებისკენ მოუწოდა.

“ეს პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს, მთელი წლის განმავლობაში ვგეგმავთ სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების მოწყობას, მათ შორის საფეხბურთო მატჩს, შიდა ქართლში მცხოვრები დევნილების და უკრაინიდან ლტოლვილი ქალების მონაწილეობით. ამის შესახებ მხარდაჭერა უკვე მოვიპოვეთ, ასევე მადლობა ნეო ტვ-საც მედიაპარტნიორობისთვის. დავუკავშირდი გორში მცხოვრებ უცხოელ მწრთვნელს რიჩარდს, რომელსაც აქვს გორში გოგონათა საფეხბურთო გუნდი და ვფიქრობთ ამ გზით, გარკვეულ წვლილს შევიტანთ ომგამოვლილი ადამიანების ფსიქო-რეაბილიტაციაში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინელებს (ძირითადად ქალები და მათი შვილები) არ აქვთ ამ ყველაფრის ხალისი, მაგრამ ორგანიზაციის წარმომადგენლები მთელი დღეების განმავლობაში ვეკონტაქტებით და ვარწმუნებთ, რომ ეს ყველაფერი მათივე მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კეთდება. ამ ეტაპზე გორში 30 ოჯახია (დაახლეობით 100 ადამიანი) უკრაინიდან ლტოლვილი, თუმცა სხვა მუნიციპალიტეტებსაც დავუკავშირდებით და იქ მცხოვრები ლტოლვილების ტრანსპორტირებასაც მოვახდენთ, როდესაც ვარჯიშები დაიწყება“,-აღიშნა “საუკ-2022”-ის დამფუძნებელმა ზაზა მეზვრიშვილმა.

ფოტო შერჩეულია თემატურად

დაკავშირებული სტატიები

ციფრული ცვლილებების ელჩები საკუთარ თემში – მეწარმე ქალების სასწავლო კურსი დასრულდა

დასრულდა ერთთვიანი, ინტენსიური სატრენინგო კურსი, რომელმაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 15 მეწარმე ქალი ახალი ტექნოლოგიური ეპოქის გამოწვევებისთვის...

მოზარდებისთვის გორში ხელოვნური ინტელექტის კურსი იწყება

გორში, ტექნოპარკის ბაზაზე არსებულ ხელოვნური ინტელექტის აკადემიაში სასწავლო კურსზე მოზარდების მიღება დაიწყო. 2-თვიანი ინტენსიური პროგრამა, პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცვს...

უფასო სერვისების მიღება ქალებს დისტანციურ რეჟიმშიც შეუძლიათ

თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, დღეს ჯანმრთელობასა და უფლებებზე ზრუნვა ბევრად მარტივი გახდა. სპეციალურად ქალებისთვის ასოციაცია "HERA XXI" - მა...

გახდი პოპულარული AI – ს დახმარებით და გაზარდე შემოსავალი უსაფრთხოდ – უფასო კურსი სოფლად მაცხოვრებლებისთვის

თუ ცხოვრობ შიდა ქართლის რეგიონის რომელიმე სოფელში და გსურს ინტერნეტი სასარგებლოდ გამოიყენო ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, შეგიძლია სრულიად უფასოდ...