“ღია გონების აკადემია” გორელ ახალგაზრდებს 8 დღიან სალექციო კურსზე იწვევს

Share post:

თუ ცხოვრობ გორის მუნიციპალიტეტში, ხარ 16-დან 23 წლამდე ასაკის ახალგაზრდა და გსურს განივითარო კრიტიკული აზროვნებისთვის საჭირო უნარები, მაშინ ეს პროგრამა შენთვისაა. საქართველოს მომავლის აკადემია USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამასთან პარტნიორობით, აცხადებს მიღებას პროექტის “ღია გონების აკადემია” გორის ნაკადის დასაკომპლექტებლად.

“ღია გონების აკადემია” გორში 13 ივლისს დაიწყება და ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება. აკადემიის თარიღებია 13-14/20-21/27-28 ივლისი და 3-4 აგვისტო. აკადემიის სალექციო კურსები ჩატარდება 8 დღე, 4 შაბათ-კვირის განმავლობაში და მოიცავს ხუთ მოდულს:

  1. სახელმწიფო მოწყობა, აქტიური მოქალაქეობა და საჯარო ჩართულობის პლატფორმები.
  2. კორუფცია და ანტიკორუფციული მექანიზმები საქართველოში; ადამიანის უფლებები (თანასწორობის უფლება). 
  3. საქართველოს გზა ევროკავშირისკენ და ახალგაზრდების როლი.
  4. პროექტის დაგეგმვა და განხორციელება (ინიციატივებზე მუშაობა); საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა.
  5. დებატების უნარებისა და ფორმატის სწავლება, რომელიც აკადემიაში განხილული თემების მიხედვით დებატების ტურნირით დასრულდება.

აკადემიის სალექციო კურსის შემდეგ მონაწილეები განახორციელებენ საკუთარ ინიციატივებს. საუკეთესო ინიციატივების ავტორები და დებატების ტურნირის გამარჯვებულები დეკემბერში თბილისში გამართულ 3 დღიან შემაჯამებელ ღონისძიებაზე შეძლებენ დასწრებას (მონაწილეთა ტრანსპორტირებისა და განთავსების ხარჯი სრულად დაფინანსდება). 

პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია 10 ივლისის 23:59-მდე შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/aRhTmYbud36ax3mw6

დაკავშირებული სტატიები

გახდი პოპულარული AI – ს დახმარებით და გაზარდე შემოსავალი უსაფრთხოდ – უფასო კურსი სოფლად მაცხოვრებლებისთვის

თუ ცხოვრობ შიდა ქართლის რეგიონის რომელიმე სოფელში და გსურს ინტერნეტი სასარგებლოდ გამოიყენო ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, შეგიძლია სრულიად უფასოდ...

“ტექნოპარკი” სკოლებში AI ტექნოლოგიების დანერგვას იწყებს

"მეცნიერებათა სკოლა გორში" არის პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება შიდა ქართლის მასშტაბით, რომელიც "ტექნოპარკის" მხარდაჭერით, სკოლაში ოფიციალურად ნერგავს ხელოვნური ინტელექტის...

“ტვინების ბრძოლის” ფინალში, გორის მე-8 და “მეცნიერებათა სკოლა” რეგიონის ლიდერები გახდნენ

"ტვინების ბრძოლის" ფინალში გორის მე-8 და "მეცნიერებათა სკოლის" გუნდებმა რეგიონის სკოლებს შორის ყველაზე მეტი ქულა მიიღეს. საერთო ეროვნულ...

“ტვინების ბრძოლის” ფინალში შიდა ქართლის 12 სკოლა მიიღებს მონაწილეობას

21 დეკემბერს საქართველოს მასშტაბით, საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები შეიკრიბებიან, რათა სამივე ასაკობრივ კატეგორიაში (U5, U8, U12) ქვეყნის ჩემპიონები გამოავლინონ....