ხურვალეთში, ევროკავშირის თემაზე ინფორმირებულობისთვის, ბევრია სამუშაო – იზა ოქროპირიძე

Share post:

ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში, ევროკავშირის შესახებ გავრცელებული მითების წინაარმდეგ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. “ღია მონაცემების ჰაბის” მიერ მომზადებული მასალების პრეზენტაციას ადგილობრივი იზა ოქროპირიძეუძღვებოდა, რომელმაც დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ, ნეო ტვ-ს მიერ ორგანიზებული ტრენინგ-სემინარები გაიარა. მიღებულ გამოცდილებას კი ამჟამად სოფლად მცხოვრებ ქალებს უზიარებს.

“ხურვალეთის დასახლებაში ზოგიერთმა დევნილმა იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა აქვე არაერთი დამახინჯებული დამოკიდებულებები ისმის. ვფიქრობ, ცნობიერების ამაღლებისთვის კიდევ ბევრია სამუშაო, რადგან მოსახლეობის ნაწილს სჯერა გავრცელებული მითებისა და ჰგონიათ, რომ თუ კი საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, მოუწევს ტრადიციებზე უარის თქმა, რასაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო. ამ თემაზე შეხვედრაზე განვიხილეთ neotv.ge -ზე გამოქვეყნებული მასალა, სადაც დეტალურადაა არწერილი თუ რატომ არ შეესაბამება სიმართლეს მსგავსი ნარატივები. შევეხეთ ასევე “ერთმორწმუნეობის” საკითხს და გავაცანი ის ფაქტები, რაც ცხადყოფს, რეალურად ვინ ცდილობს ქვეყანაში ქართული კვალის წაშლას, ამისთვისაც ისევდაისევ “ღია მონაცემების” ჰაბის მიერ მომზადებულ სტატიაში მოყვანილი ფაქტბი გავაცანი. მიუხედავად რამდენიმესაათიანი საუბრისა, ვფიქრობ, ტრენინგის დასასრულს, მინიმუმ დაფიქრდნენ მაინც, განხილულ საკითხებსა და დეზინფორმაციის მიზნებზე“, – აღნიშნა ნეო ტვ-ს პროექტის მონაწილემ, იზა ოქოპირიძე.

ევროკავშირის შესახებ გავრცელებული მითების წინააღმდეგ, საინფორმაციო შეხვედრები “ფონდი ტასოს” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, შიდა ქართლის 15 სოფელში მიმდინარეობს. პროექტს თითოეულ დასახლებაში თავისი მობილიზატორი ჰყავს, რომლებმაც გასულ წელს, აღნიშნულ თემებზე, შესაბამისი ანალიტიკური მასალები მოამზადეს.

დაკავშირებული სტატიები

პოდკასტების კონკურსი – NEO FEST-2025 – ის გამოსავლენად

NEO TV აცხადებს პოდკასტების კონკურსს, NEO FEST – 2025 - ის მფლობელის გამოსავლენად. დაინტერესებულმა პირებმა neotv.ge@gmail.com - ზე...

ბავშვების აღზრდა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში-განვითარების ახალი გზა თუ ტვინის მოდუნების საფრთხე?

ანა სვიანაძე 21-ე საუკუნის ბავშვები იზრდებიან გარემოში, სადაც ტექნოლოგიები აღარ არის დამატებით შესაძლებლობები - ისინი ყოველდღიური ცხოვრების ორგანული ნაწილი...

როგორ ავირიდოთ თავიდან დეზინფორმაცია-პროპაგანდის გავლენა?

როგორ ავარიდოთ თავიდან  დეზინფორმაცია-პროპაგანდა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს?სიმულაციები ამ საკითხზე რეალური პრობლემების გადაჭრისთვის შედგა. სამუშაო შეხვედრა რუსთავში, "სამოქალაქო განვითარების...

ბავშვებს ონლაინ სივრცეშიც სჭირდებათ დაცვა – ტრენინგი “მეცნიერებათა სკოლაში”

სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად ვაწყდებით არაზუსტ ან მავნე ინფორმაციას – სწორედ ამიტომ ჩატარდა გორში, "მეცნიერებათა სკოლაში" მედიაწიგნიერების ტრენინგი, სადაც...