ევროკავშირი ხელს უწობს საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას

Share post:

ავტორი: მაკო კასრაძე

ევროკავშირი წამყვან როლს ასრულებს კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, მისმა აქტიურმა მონაწილეობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2008 წლის ომის შეჩერებაში. ევროკავშირმა განახორციელა ინტენსიური დიპლომატია დაპირისპირებულ მხარეებს შორის და მისი ძალისხმევის შედეგად 12 აგვისტოს მხარეებმა დადეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ყოველივე ამის შემდეგ სხვადასხვა ჯგუფები ავრცელებენ დეზინფორმაციულ ნარატივებს, თითქოს, საქართველოში ევროკავშირი არ ერთვება კონფლიქტების მოგვარების პროცესში.  

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და 15 წელია აქტიურ მონიტორინგს აწარმოებს იმ ფაქტების გამოსავლენად, რაც შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს 2008 წელს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

  • ევროკავშირმა დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში კრიზისის საკითხებში, რომლის ამოცანაა, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში ევროკავშირის ჩართულობას.

  • ევროკავშირს საქართველოში მოვლენილი ჰყავს სადამკვირვებლო მისია (European Union Monitoring Mission), რომლის მანდატი ვრცელდება საქართველოს მთელტერიტორიაზე და გულისხმობს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელებას.

  • ევროკავშირი დღემდე აქტიურადაა ჩართული საქართველოში კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. მათი წარმომადგენლები გამუდმებით დადიან საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში და ესაუბრებიან მოსახლეობას. მათი დამსახურებაა ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

წყარო: askgov.ge

დაკავშირებული სტატიები

Chakrulo – ქართული ინოვაცია კოსმოსური ბიოლოგიის სფეროში

ანა სვიანაძე თანამედროვე სამყაროში, სადაც კოსმოსური მოგზაურობა სულ უფრო ახლოვდება კერძო პირებისთვისაც, ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნის შეფასება მნიშვნელოვანი...

ციფრული ჩართულობის მასტერკლასი ქუთაისში – აქტიური საზოგადოებისთვის

გსურთ, რომ თქვენს გარშემო უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ციფრულ ცხოვრებაში? გინდათ, მიიღოთ ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს...

გაუმჭვირვალე თვითმმართველობები და მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემები – NEO TV – მ პროექტის შედეგები შეაჯამა

დასრულდა NEO TV-ის პროექტი შიდა ქართლში, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობის და მათი...

NEO TV – მ კორუფციის თემაზე კვლევის პრეზენტაცია მოაწყო

კორუფციული ნიშნები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში - NEO TV - ს კვლევების მიგნებები ანალიტიკოსებმა მედიას გააცნეს. NeoTv.ge ზე...