ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლა საქართველოს რიგითი მოქალაქისთვისაც შესაძლებელია

Share post:

ავტორი: მარიამ ვალიშვილი

კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ზაირა კუნდუხაშვილი ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტია. სკოლის პერიოდი მან იმ საზოგადოებაში გაატარა, რომლის ნაწილსაც სჯეროდა, რომ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლა რიგითი მოქალაქეებისთვის ხელმიუწვდომელი იყო და იქ მხოლოდ მდიდარი ოჯახების და გავლენიანი პირების შვილები სწავლობდნენ. ზაირამ ისწავლა, იშრომა და აღმოაჩინა, რომ ეს მხოლოდ მითი იყო, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა სიმართლესთან. ამ ყველაფერში უფრო მეტად მაშინ დარწმუნდა, როდესაც სწავლის გაგრძელება ერვოპის ერთ-ერთ უნივერსიტეტში თავად გადაწყვიტა. მისი ცხოვრება და შეხედულებები უფრო მეტად შეცვალა პროგრამამ ერასმუს +. რომლის ფარგლებშიც სტიპენდია მოიპოვა და სასწავლებლად გაემგზავრა საბერძნეთში. აღნიშნული პროგრამით სწავლის და ცხოვრების ხარჯები სრულიად დაუფინანსდა.

მსგავსი ფაქტები საქართველოში მრავალია. დასავლეთის უნივერსიტეტებში სასწავლებლად წასული სტუდენტების რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. ევროკავშირის ხელშეწყობით მისი წევრი ქვეყნების უნივერსიტეტებში სწავლა ჩვრულებრივ შეუძლიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ამ პროცესში მთავარი მხოლოდ სტუდენტის გადაწყვეტილება და მოტივაციაა.

რუსეთის პროპაგანდისტების მიერ კი ევროკავშირის  შესახებ არაერთი მითი ვრცელდება. ერთ-ერთის მიხედვით ევროპულ სასწავლებლები სწავლა რიგითი მოქალაქეებისთვის არ არის ხელმისაწვდომი, რაზეც ფაქტები საპირისპიროს მეტყველებენ.

განათლება საქართველო-ევროკავშირის მრავალმხრივი ურთიერთოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

1992 წლიდან დღემდე ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამები მიმართულია საქართველოში განათლების ყველა საფეხურის განვითარებისკენ. 2022  წელს საქართველდან საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნილი სტუდენტების რაოდენობა 723-ია, რაც  298-ით მეტია წინა წლებში წასული სტუდენტების რაოდენობაზე.

ევროპის ქვეყნები სწავლის მხრივ მეტად პოპულარულია. იქიდან გამომდინარე, რომ გადასახადი ხშირ შემთხვევაში ძვირია, უცხოელი სტუდენტები სტიპენდიით ფინანსდებიან, რაც დმატებით შესაძლებლობას ქმნის საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის.

Განათლების სფეროში საქართველო – ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთი  ყველაზე გამორჩეული პროგრამა, თავისი ხანგრძლივობით, მასშტაბით და წარმატებით არის Erasmus+ (ერასმუს პლუსი)

Ამჟამად, ერასმუსის პროექტებში  საქართველოს 39 უნივერსიტეტია ჩართული ,რომლებთანაც 100-ზე მეტი პროექტი განხორციელდა :აღიჭურვა ლაბორატორიები, ბიბლიოთეკები, ითარგმნა და გამოიცა სახელმძღვანელოები, ჩატარდა 300-ზე მეტი კონფერენცია .

ერასმუსის გაცვლითი პროგრამების რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა. 2021 წელს ერრაზმუს + გაცვლითი პროგრამების ფარგლებში სწავლის შესაძლებლობა ჰქონდა უნივერსიტეტის  1700 ზე მეტ სტუდენტს და პედაგოგს, ხოლო 29 ქართველმა სტუდენტმა სამაგისტრო სტიპენდია მოიპოვა.

აღნიშნული ფაქტები იმაზე მიუთითებს, რომ ევროკავშირი მის პარტნიორ ქვეყნებს განათლებასა და განვითარებაში უწყობს ხელს, რისთვისაც თავად ხარჯავს საჭირო თანხებს და ადამიანებს შესაძლებლობების რეალიზებაში ეხმარება. ეს ყველაფერი კი ალბათ ყველასთვის ძნელი წარმოსადგენია რუსეთის მხრიდან, სადაც განათლების მიღებაც და სამუშაო ადგილებიც უმრავლეს შემთხვევებში კორუფციული გარიგებებითა და ნეპოტიზმის შედეგადაა ხელმისაწვდომი.

დაკავშირებული სტატიები

პედაგოგებს დღეიდან AI გლობალური განათლების ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლიათ

ხელოვნური ინტელექტის გლობალური განათლების ასოციაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ პედაგოგებს სთავაზობს სპეციალურ პლატფორმას, რომელიც მათ ციფრული ეპოქის ლიდერებად...

ლიდერი პედაგოგები გორში AI გლობალური განათლების ასოციაციის რეგიონულ კონფერენციას დაესწრებიან

24 აპრილს, 16:00 საათზე, სასტუმრო "გორი ინნში" რეგიონის ყველაზე პროგრესული და ლიდერი პედაგოგები შეიკრიბებიან. კონფერენცია, რომელიც "ტექნოპარკისა" და...

ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში – 3 დღიანი კურსი მედიცინით დაინტერესებული პირებისთვის

20-21-22 აპრილს, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ან ამ მიმართულებით დაინტერესებულ პირებს, უპრეცედენტო კურსის გავლის შესაძლებლობა ეძლევათ. "AI მედიცინაში" ასე...

მოემზადე ციფრული მომავლისთვის – მეწარმეებისთვის გორში უფასო ტრენინგი ჩატარდება

თუ ხართ მცირე ან საშუალო მეწარმე და გსურთ თქვენმა ბიზნესმა ფეხი აუწყოს თანამედროვე ციფრულ სამყაროს, მაშინ ეს შესაძლებლობა...