დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, უფასოდ მიიღონ მონაწილეობა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მონაცემთა და ტექნოლოგიურ ფესტივალში — DataFest Tbilisi.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ჩაერთვებიან ონლაინ სპრინტსა და დათათონში, რომელიც ქართულ ენაზე გაიმართება. მონაწილეების მიზანი იქნება დევნილთა საკითხებზე მუშაობა და შესაბამისი პროდუქტის შექმნა – მონაცემთა ბარათების ნაკრები (Data Cards), მცირე მონაცემთა დაფა (Dashboard), ინფოგრაფიკა ან მოკლე ანალიტიკური სტატია. ამასთანავე, ისინი დაესწრებიან თავად ფესტივალის სამდღიან სესიებს, რომლებიც ინგლისურ ენაზე ჩატარდება.
ვის შეუძლია მონაწილეობა:
- 18-დან 26 წლამდე ახალგაზრდებს;
- პირებს, რომლებსაც აქვთ დევნილის (IDP) სტატუსი, ან ცხოვრობენ კონფლიქტით დაზარალებულ თემებში საქართველოს ნებისმიერ წერტილში;
- აქვთ მოტივაცია, სრულად ჩაერთონ ფესტივალის სამივე დღესა და ონლაინ სპრინტში;
- ფლობენ ინგლისურ ენას;
- შეუძლიათ თან იქონიონ პერსონალური ლეპტოპი.
ინიციატივა ხორციელდება DataFest Tbilisi-ს მიერ, ევროკავშირის (EU), ნორვეგიისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. დაინტერესებულმა პირებმა 25 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/WRZEO