კრემლის დისკრედიტაციის მიუხედავად, ევროკავშირის გაფართოება გრძელდება

Share post:

ავტორი: მარიამ გაბლიშვილი

ევროკავშირი 28 დემოკრატიული სახლმწიფოს უნიკალური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღებისა და მილიონზე მეტი მოქალაქისთვის,უფრო სამართლიან და უსაფრთხო სამყაროში ცხოვრებას.

ევროკავშირის შესახებ საქართველოში არაერთი მითია გავცელებული, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს და ეს ყოველივე  გარკველ მიზანს ემსახურება, ერთ-ერთი მითი ესაა “ევროპული ღირებულებები ქართულ ტრადიციებთან და ცხოვრების წესთან შეუთავსებელია”.

თუ გავიხსენებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, საქართველოს ევროპისკენ  სწრაფვით იყო განპირობებული ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ღირებულებები, რაც გულისხმობს ტოლერანტობას, შემწყნარებლობას, საზოგადოების ყველა ინდვიდის პატივისცემას, თავისუფლებას და სამართლიანობას. ამ ყველაფერმა საქართველოს მოსახლეობის დასავლურ მისწრაფებებს ნაყოფიერი ნიადაგი მოუმზადა, ევროკავშირი სწორედ ქრისტიანულ საფუძვლებსა და მორალზე დგას, რაც მას საშუალებას აძლევს იყოს  მრავალფეროვანი და თავისუფლების იდეაზე დაშენებული ერთობა.

დეკლარირებულად, ევროკავშირი შემდეგ, ძირითად ფასეულოებებს ეყრდნობა: ადამიანის ღირსებისა და უფლებების პატივისცემა, თავისუფლება, სოლიდარობა, დემოკრატიული მმართველობა, თანასწორობა, კანონის უზენაესობა. თუ გადავხედავთ ჩვენს კონსტიტუციას, ის პირდაპირ იმეორებს ზემოთ ჩამოთვლილ ღირებლებებს.

ევროკაშირის წევრი ქვეყნები არიან მართლმადიდებლური სამყაროს ისეთი ქვეყნები, როგორებიცა საბერძნეთი, კვიპროსი,რუმინეთი ბულგარეთი (4 მილიონამდე ადამიანი). აღნიშნული ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებისას, არანაირი პრობლმა არ ჰქონიათ მართმადიდებლურ ეკლესიებს. აქედან გამოდინარე კანდიდატი ქვეყნებისთვისაც არ წარმოადგენს ეს თემა რაიმე ბარიერს.

თუ განვიხილავთ სტატისტიკურ მონაცემებს ვროკავშირის ქვეყნებში აქაც საინტერესო ფაქტებს წავაწყებით,მაგალითისთვის პოლონეთის მოსახლეობიდან 87% საკუთარ თავს ეკლესიის აქტურ მიმდევრად და მორწმუნედ თვლის. ევროკავშირი უფრთხილდბა და პატივს სცემს თითოეული ადამიანის რწმნისა და გამოხატის თავისუფლებას. ევროკაშირის ქვეყნებში ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობები  ინდივიდუალურად ეროვნულ საკანონმდბლო დონეზე რეგულირდება , ქვეყნების მიხედვით, ასევე განსაკუთებულია ეკლესის როლი საზოგადოების ცხოვრებაში, უფრო მეტის ევროკავშირის ქვეყნებს ეძლევათ შესაძლებლობა   შეინარჩუნონ საკუთარი სარწმუნოება და დაიცვან საკუთარი აღმასრლებლის ინტერესები.

ასევე ხშირად ვრცელდება მოსაზება რომ ევროავშირს გაფართოების პროცესი წლების წინ დასრლდა და ახალი წევრების მიღება შეჩერდა. აღნიშნული მოსაზრება მცდარია რაზეც 2018 წლის 6 თებერვალს ევროკომისიის მერ დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გამოქვეყნებული სტრატეგიაც მეტყველებს. ახალი სტრატეგია ბალკანეთის ქვეყნებს ეროკავშირის წევრობის რეალურ პერსპექტივას სთავაზობს და მათი გაწევრიანების დროდ 2025 წელს ასახლებს.

EC-EU-enlargement animation.gif
By <a href=”//commons.wikimedia.org/wiki/User:Kolja21″ title=”User:Kolja21″>Kolja21</a> – <span class=”int-own-work” lang=”ka”>პირადი ნამუშევარი</span>, საზოგადოებრივი საკუთრება, Link

ამრიგად, ევროკავშირში გაწევრინებისთვის მნიშველოვანია, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები ,რასაც ორმხრივი ურთიერთობები გვაძლევს, მივმართოთ ძალისხმევა რეფორმების კონსოლიდაციისა და ეკონომიკის განვითარებისკენ  და მოვამზადოთ საფუძვლიანი ნიადაგი ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის.

დაკავშირებული სტატიები

რატომ იწვევს Weibo-ს პატარა VibeThinker-3B-ი კამათს ხელოვნური ინტელექტის სამყაროში

Sina Weibo-ს გუნდმა წარადგინა VibeThinker-3B მოდელი, რომელიც 3 მილიარდი პარამეტრით AIME 2026-ზე 94.3 ქულას აღწევს. ეს სიახლე ხელოვნური ინტელექტის სამყაროში ბენჩმარქების სანდოობაზე ახალ კამათს იწვევს.

Uber-ი 2027 წელს ჰიუსტონში პრემიუმ რობოტაქსის სერვისს გაუშვებს

Uber აპირებს 2027 წელს ჰიუსტონში პრემიუმ რობოტაქსის სერვისის გაშვებას Lucid-ის ელექტრომობილებითა და Nuro-ს თვითმართვადი სისტემით. ეს იქნება კომპანიის მეორე ბაზარი, სადაც ასეთი სერვისი ხელმისაწვდომი გახდება.

1 ივნისიდან გორში ახალშობილთა სერვისების კაბინეტი “ფლამინგო” იხსნება

ბავშვის დაბადება ყოველი მშობლის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი, თუმცა, ამავდროულად, ყველაზე მშფოთვარე პერიოდია. უძილო ღამეები, უამრავი კითხვა პატარას მოვლაზე,...

AI ჯანდაცვაში – სამედიცინო სფეროს ლიდერები ინოვაციურ ასოციაციაში ერთიანდებიან

მსოფლიოში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის პარალელკლურად, საქართველოში AI ჯანდაცვის მომავალი უკვე იწერება. "ხელოვნური ინტელექტის მედიცინის ასოციაციამ", კლინიკა "ნოვაციოსთან" პარტნიორობით,...