ერთად შევაჩეროთ ბავშვთა ქორწინება! – ეთნიკურ უმცირესობებთან შეხვედრები მიმდინარეობს

Share post:

ნეო ტვ – ს გუნდი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას უერთდება და სოფლად მცხოვრებ ქალებთან და ახალგაზრდებთან ტრენინგ-სემინარებს მართავს. “ქალთა ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში პირველი ასეთი შეხვედრა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში მოეწყო. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემში ამბობენ, რომ ენობრივი ბარიერის გარდა, ადგილობრივები ყოველდღიურად არაერთ სირთულეს ხვდებიან.

ქალთა საჭიროებებზე პროექტის გუნდი შიდა ქართლის მასშტაბით, სპეციალურ კვლევასაც ატარებს, რომლის შედეგები გაზაფხულისთვის გამოქვეყნდება. მანამდე კი სხვადასხვა თემაზე დაგეგმილი შეხვედრები მინიმუმ 150 მონაწილეს მოიცავს, რომლებსაც არსებულ სერვისებზე, დამცავ მექანიზმებსა და უსაფრთხოების შესაძლებლობებზე ინფორმაციას ადგილზე ჩასული კომპეტენტური პირები მიაწვდიან.

დაკავშირებული სტატიები

ციფრული ჩართულობის მასტერკლასი ქუთაისში – აქტიური საზოგადოებისთვის

გსურთ, რომ თქვენს გარშემო უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ციფრულ ცხოვრებაში? გინდათ, მიიღოთ ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს...

გაუმჭვირვალე თვითმმართველობები და მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემები – NEO TV – მ პროექტის შედეგები შეაჯამა

დასრულდა NEO TV-ის პროექტი შიდა ქართლში, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობის და მათი...

NEO TV – მ კორუფციის თემაზე კვლევის პრეზენტაცია მოაწყო

კორუფციული ნიშნები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში - NEO TV - ს კვლევების მიგნებები ანალიტიკოსებმა მედიას გააცნეს. NeoTv.ge ზე...

რეპრესიები “სამართლის” სახელით – პატიმრობაში კიდევ 8 აქტივისტი გაუშვეს

პროევროპული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები ქვეყანაში დღეს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. პროცესი "ახალ ფაზაში" გადავიდა,...