ცხინვალთან ახლოს, ახალგაზრდებმა ევროკავშირის სიკეთეები განიხილეს

Share post:

რისთვის გვჭირდება ევროინტეგრაცია? – ეს იყო საუბრის თემა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ნეო ტვ-ს პროექტის მონაწილეები, ნათია სიდამონიძე და ლიკა ომაძე უძღვებოდნენ.

ადგილობრივ ახალგაზრდებს მათ ის ცოდნა გაუზიარეს, რაც “ფონდი ტასოს” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მიიღეს. საინფორმაციო შეხვედრაზე ადგილობრივებმა ინტერესი ისეთ თემებზე გამოხატეს, როგორებიცაა ევროინტეგრაცია, ვაჭრობა და ევროპული განათლება.

“განვიხილეთ ის პროპაგანდული ნარატივები, რაც ამ სოფელში ყველაზე მეტადაა გავრცელებული. ახალგაზრდებს მივაწოდეთ რეალური ფაქტები, რაც მათ მოვლენების სწორად აღქმის საშუალებას მისცემს. შეხვედრა საინტერესო აღმოჩნდა, ვინაიდან იყო ინტერაქციული და თეორიულთან ერთად პრაქტიკული დავალებებიც შევთავაზეთ მონაწილეებს. ახალგაზრდებმა დასვეს კითხვები ისეთი საკითხების ირგვლივ, როგორიცაა ვაჭრობა და ევროკავშირში გაწევრიანების საფუძვლები. განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატეს ევროკავშირიდან წევრობის ნებაყოფლობით დატოვების საკითხზე, აინტერესებდათ იყო თუ არა მსგავსი პრაქტიკა ისტორიაში და რამ გამოიწვია ეს ყოველივე, ვფიქრობ ამომწურავი პასუხები გავეცით იმ ცოდნაზე დაყრდნობით, რაც ნეო ტვ-ს პროექტის ფარგლებში მივიღეთ”, – აღნიშნა ნათია სიდამონიძემ.

ევროინტეგრაციის შესახებ შიდა ქართლის სოფლებში საინფორმაციო შეხვედრები პროექტის, “Neo Fest – 2023 – ევროინტეგრაციისა და დემოკრატიის განვითარებისთვის” ფარგლებში ტარდება, რომლის მხარდამჭერია “ფონდი ტასო”. მსგავსი საუბრები წლის ბოლომდე ჯამში, 15 სოფლის მოსახლეობასთან გაიმართება.

დაკავშირებული სტატიები

Chakrulo – ქართული ინოვაცია კოსმოსური ბიოლოგიის სფეროში

ანა სვიანაძე თანამედროვე სამყაროში, სადაც კოსმოსური მოგზაურობა სულ უფრო ახლოვდება კერძო პირებისთვისაც, ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნის შეფასება მნიშვნელოვანი...

ციფრული ჩართულობის მასტერკლასი ქუთაისში – აქტიური საზოგადოებისთვის

გსურთ, რომ თქვენს გარშემო უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ციფრულ ცხოვრებაში? გინდათ, მიიღოთ ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს...

გაუმჭვირვალე თვითმმართველობები და მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემები – NEO TV – მ პროექტის შედეგები შეაჯამა

დასრულდა NEO TV-ის პროექტი შიდა ქართლში, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობის და მათი...

NEO TV – მ კორუფციის თემაზე კვლევის პრეზენტაცია მოაწყო

კორუფციული ნიშნები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში - NEO TV - ს კვლევების მიგნებები ანალიტიკოსებმა მედიას გააცნეს. NeoTv.ge ზე...