“დემოკრატია იწყება სკოლიდან”​ – ესსეების კონკურსი შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

Share post:

თუ ხარ ახალგაზრდა (14 წლის ზემოთ), ცხოვრობ შიდა ქართლში და გსურს დემოკრატიის თემაზე საუკეთესო ესსეს ავტორი გახდე, შესაძლებლობა გაქვს მონაწილეობა მიიღო კონკურსში, რომელსაც “საზოგადოება ბილიკი” აცხადებს, თემაზე “დემოკრატია იწყება სკოლიდან”.

კონკურსის მიზანია, ახალ თაობაში დემოკრატიული პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლება და თანასწორობის დამკვიდრებისთვის ხელშეწყობა. დაინტერესებულმა პირებმა აღნიშნულ საკითხზე, უნდა გაიარონ სპეციალური ტრენინგი, რომელსაც ორგანიზაცია მათთვის 6 ოქტომბერს გამართავს. ტრენინგზე განხილული იქნება, როგორც ესსეს წერის სტრუქტურა და პრინციპები, ისე დემოკრატიის შესახებ, ამბის გადმოცემის ეფექტური მეთოდები. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 1 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ ტრენინგზე დასწრების სარეგისტრაციო ფორმა:

ნამუშევრების გამოგზავნა 25 ოქტომბრამდეა შესაძლებელი.  გამარჯვებული გამოვლინდება ოქტომბრის ბოლოს, რომელსაც სიგელი და ფასიანი საჩუქრები გადაეცემა.

კონკურსი ცხადდება შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის – “საზოგადოება ბილიკის” მხარდაჭერით, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ფარგლებში.

დაკავშირებული სტატიები

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...

რა როლი აქვთ მშობლებს შვილის წარმატებაში და რატომ გახდა ხელოვნური ინტელექტი მომავლის გასაღები?

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშობლის...