რა მოსდევს სიზარმაცეს და რა მნიშვნელობა აქვს დროის სასარგებლოდ ხარჯვას?

Share post:

ზოგიერთი თვლის, რომ სიზარმაცე ახალგაზრდა ადამიანებში მოტივაციის არქონის შედეგია. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი არ ვითარდება და მისდევს ერთსა და იმავე სტერეოტიპებს. თვითრეალიზაციას ახდენს არა ის, ვინც მუდმივად ერთსა და იმავეს აკეთებს, არამედ ის, ვინც შეუჩერებლად ვითარდება, წინ მიდის, რაც შესაძლებელია მხოლოდ ეგზისტენციალური მოტივაციის ქონის შემთხვევაში.

დარგის სპეციალისტების განმარტებით, სიზარმაცესთან ბრძოლა შესაძლებელია ფსიქოთერაპიის მეშვეობით, რა დროსაც ფსიქოლოგი კლიენტს ეხმარება გათავისუფლდეს საზოგადოების მიერ თავსმოხვეული სტერეოტიპებისგან და მოიპოვოს მოტივაცია – გააცნობიეროს საკუთარი პიროვნების განუმეორებლობა/უნიკალურობა. სიზარმაცესთან ბრძოლა ადამიანმა დღის განრიგის შეცვლით უნდა დაიწყოს, რომელსაც მკაცრად გააკონტროლებს და თავს მოდუნების საშუალებას არ მისცემს. ამისთვის შესაძლოა რთული საქმის სახალისოდ გარდაქმნა.

სიზარმაცე უპირისპირდება ადამიანის ისეთ თვისებებს, როგორიცაა: შრომისმოყვარეობა, სიბეჯითე, გულმოდგინება. ხშირად სიზარმაცეს განმარტავენ როგორც უზრუნველობას, გულგრილობას, მოქმედების სურვილის არქონას, ზიზღს სამუშაოს მიმართ, მიდრეკილებას უსაქმურობისაკენ. ეს არის ერთგვარი მდგომარეობა, როცა ადამიანს სურს, დახარჯოს რაც შეიძლება ნაკლები ენერგია. სიზარმაცისადმი პოზიტიური მიდგომის თანახმად, ის პროგრესის განმაპირობებელია, რომლის გარეშეც ადამიანები ვერ განვითარდებოდნენ და სიახლეებს ვერ აღმოაჩენდნენ. სიზარმაცე აუცილებელია ცხოვრების ისეთი მომენტის დროს, როგორიცაა არდადეგები, დასვენება შვებულება და ა.შ.

რა მოსდევს სიზარმაცეს? – ამ კითხვაზე საუკეთესოდ აქვს გაცემული იაკობ გოგებაშვილს თავის ერთ-ერთ მოთხრობაში, სადაც აღწერს მოწყალების მოლოდინში მყოფი კაცის მდგომარეობას, რომელსაც ადრეული ასაკიდანვე სძულდა შრომა და დრო ფუჭად გაჰყავდა. სწორედ დროის სასარგებლოდ გამოყენებას უნდა დავუკავშიროთ ჩვენი ყველა ქმედება და ვიფიქროთ საკუთარ შესაძლებლობებზე. ყველა ადამიანში არსებობს მინიმუმ ერთი ინტერესი-მისწრაფება-გატაცება მაინც, რომლის განვითარებითაც აუცილებლად მიიღებს შედეგს.

ხშირად სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და ზოგადად ახალგაზრდები თვლიან, რომ ეს ის პერიოდია, რომელიც ადამიანს უკან ვეღარასოდეს დაუბრუნდება და მთელ დროს გართობას ანდომებენ, თუმცა ბევრი უფროსისგან მსმენია, რომ დროის უკან დაბრუნების შემთხვევაში ბევრ რამეს შეცვლიდა საკუთარ ცხოვრებაში. მაგრამ დრო მიდის და უკან არ ბრუნდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ახალგაზრდულ ასაკშივე კარგად გავაანალიზოთ და გავითვალისწინოთ, რომ მაშინ როცა ჩვენ სიზარმაცეს ვირჩევთ და დღევანდელ საქმეს ხვალისთვის გადავდებთ, ადამიანთა გარკვეული ნაწილი ცოდნა-განვითარებას სწორედ ახლა იძენს და გული ნუ დაგვწყდება თუ მომავალში მათ ჩვენზე წარმატებულებს და ლაღი ცხოვრებით ვნახავთ.

ქეთი გორგიშელი

ვარიანის საჯარო სკოლა

დაკავშირებული სტატიები

პედაგოგებს დღეიდან AI გლობალური განათლების ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლიათ

ხელოვნური ინტელექტის გლობალური განათლების ასოციაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ პედაგოგებს სთავაზობს სპეციალურ პლატფორმას, რომელიც მათ ციფრული ეპოქის ლიდერებად...

ლიდერი პედაგოგები გორში AI გლობალური განათლების ასოციაციის რეგიონულ კონფერენციას დაესწრებიან

24 აპრილს, 16:00 საათზე, სასტუმრო "გორი ინნში" რეგიონის ყველაზე პროგრესული და ლიდერი პედაგოგები შეიკრიბებიან. კონფერენცია, რომელიც "ტექნოპარკისა" და...

ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში – 3 დღიანი კურსი მედიცინით დაინტერესებული პირებისთვის

20-21-22 აპრილს, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ან ამ მიმართულებით დაინტერესებულ პირებს, უპრეცედენტო კურსის გავლის შესაძლებლობა ეძლევათ. "AI მედიცინაში" ასე...

მოემზადე ციფრული მომავლისთვის – მეწარმეებისთვის გორში უფასო ტრენინგი ჩატარდება

თუ ხართ მცირე ან საშუალო მეწარმე და გსურთ თქვენმა ბიზნესმა ფეხი აუწყოს თანამედროვე ციფრულ სამყაროს, მაშინ ეს შესაძლებლობა...