AI ჯანდაცვაში – სამედიცინო სფეროს ლიდერები ინოვაციურ ასოციაციაში ერთიანდებიან

Share post:

მსოფლიოში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის პარალელკლურად, საქართველოში AI ჯანდაცვის მომავალი უკვე იწერება. “ხელოვნური ინტელექტის მედიცინის ასოციაციამ”, კლინიკა “ნოვაციოსთან” პარტნიორობით, შიდა ქართლში მასშტაბური რეგიონული კონფერენცია გამართა, რომელმაც სამედიცინო სფეროს ლიდერები, კლინიკების მენეჯერები, წამყვანი ექიმები და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ერთ სივრცეში გააერთიანა. შეხვედრაზე ხელოვნური ინტელექტის ის ხელსაწყოები წარმოადგინეს, რომელიც ექიმებს წამებში ათიათასობით დიაგნოზის ანალიზში ეხმარება, მინიმუმამდე დაჰყავს შეცდომის ალბათობა და უზოგავს მათ ყველაზე ძვირფას რესურსს – დროს.

“ეს არის პირველი და უპრეცედენტო ინოვაციური გაერთიანება საქართველოში, რომელსაც სამედიცინო საზოგადოება სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავს. ის ექიმები და კლინიცისტები, რომლებიც დღესვე აუწყობენ ფეხს ამ ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას, გახდებიან დარგის მთავარი მამოძრავებელი ძალა, ხოლო ისინი, ვინც ინოვაციებზე უარს იტყვიან, უბრალოდ ჩამორჩებიან შეუქცევად პროგრესს. ასოციაცია მიზნად ისახავს კლინიკური პროცესების ავტომატიზაციას, თანამედროვე მენეჯმენტის დანერგვასა და 21-ე საუკუნის ციფრული ჯანდაცვის ეკოსისტემის შექმნას”, – აღნიშნა AI აკადემიის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ოთარ კვირიკაშვილმა.

გაერთიანების ორგანიზატორებმა უკვე დააანონსეს უნიკალური შესაძლებლობები მათთვის, ვისაც სურს იყოს ამ ისტორიული პროცესის ნაწილი.

“ასოციაციის წევრობა შეუძლია ნებისმიერ დამოუკიდებელ ექიმსა თუ სამედიცინო პერსონალს, რაც მათ ექსკლუზიურ პრივილეგიებს ანიჭებს – ისინი მიიღებენ 50%-იან ფასდაკლებას უახლეს საგანმანათლებლო რესურსებსა და პრაქტიკულ ტრენინგებზე, ასევე ჩაერთვებიან სპეციალურ სამუშაო ჯგუფებში, სადაც წვდომა ექნებათ მედიცინისა და ხელოვნური ინტელექტის სინთეზის საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკაზე”, – ამბობს ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციის “ტექნოპარკის” ხელმძღვანელი ნინო ჩიბჩიური.

დაინტერესებულ პირებს AI მედიცინის ასოციაციაში გაწევრიანება დღესვე შეუძლიათ.

გახდი ქვეყნის პირველი ინოვაციური სამედიცინო გაერთიანების წევრი, გაიარე რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/FerPdp7fTk25iR3v7

დაკავშირებული სტატიები

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...

რა როლი აქვთ მშობლებს შვილის წარმატებაში და რატომ გახდა ხელოვნური ინტელექტი მომავლის გასაღები?

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშობლის...

ციფრული ხიდები სამშვიდობო პროცესებში – რა როლს ითამაშებს AI კონფლიქტების მოგვარებაში?

დღეს უკვე აშკარაა, რომ ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში უდიდეს გარღვევას მოახდენს აბსოლუტურად ყველა დარგში და სფეროში, დაწყებული მედიცინიდან...