“NATO – ს ელჩი საოკუპაციო ხაზიდან” მარიამ ვალიშვილი გახდა, სტაჟირებას ის NEO TV – ში გაივლის

Share post:

საოკუპაციო ხაზიდან NATO – ს ელჩის ჯილდოს მფლობელი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვითში მცხოვრები 18 წლის მარიამ ვალიშვილი გახდა. ის თემაზე “რატომ ნატო?!” საუკეთესო ბლოგის ავტორად დასახელდა. მარიამი ამბობს, რომ მის სოფელში, ისევე როგორც გამყოფ ზოლთან ახლოს მდებარე სხვა დასახლებებში რუსეთის პროპაგანდის გავლენები განსაკუთრებით შესამჩნევია, მისი საკონკურსო ნამუშევარი სწორედ იმ მითებს ეხება, რომელიც ნატო-საქართველოს ურთიერთობებთან დაკაბის ფონზე, ოკუპირებული რეგიონებთან მიმართებით ვრცელდება. კონკურსში გამარჯვებული ბლოგი NeoTv.ge – ზე გამოქვეყნდება, მანამდე კი მისი ავტორი პროექის ხელმძღვანელს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც აღნიშნული ჯილდო მას პირადად გადასცეს.

“ჩემთვის ეს ჯილდო მეტ პასუხისმგებლობას ნიშნავს, უფრო მეტი ვწერო და ვისაუბრო ნატო-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე. ავუხსნა ჩემს გარშემო მცხოვრებ ადამიანებს რატომაა აუცილებელი საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ ალიანსში. მე ხვითში ვცხოვრობ, სადაც ყოველდღიურად ხალხი რუსეთის შეიარაღებულ ჯარისკაცებს პირისპირ უყურებს, იტაცებენ ადამიანებს, მოსახლეობაში არის შიში და საფრთხის განცდა ქვეყნის დასავლური კურსის პარალელურად. მასიური დეზინფორმაციის გავრცელების შედეგად არსებობს არასწორი შეხედულებები და დამოკიდებულებები ნატოსა და ევროკავშირზე, ამიტომ ვფიქრობ, აუცილებელია არა მხოლოდ ტელევიზიებიდან და ოფიციალური ვიზიტებიდან გავაჟღეროთ საჭირო ინფორმაცია, არამედ პირადად შევხვდეთ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს და ავუხსნათ “რატომ ნატო”,- ამბობს გამარჯვებული ბლოგის ავტორი, მარიამ ვალიშვილი.

“ნატოს ელჩი საოკუპაციო ხაზიდან” NEO TV – ში სტაჟირებას გაივლის, რის შედეგადაც მას სტატიების და ვიზუალური მასალების შესწავლა- მომზადება შეეძლება. პროექტი, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული კონკურსი გამოცხადდა სწორედ ნეო ტვ-ს ეკუთვნის, რომელიც მან “ნატოსა და ევროკავშიირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” მხარდაჭერით განახორციელა.

დაკავშირებული სტატიები

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...

რა როლი აქვთ მშობლებს შვილის წარმატებაში და რატომ გახდა ხელოვნური ინტელექტი მომავლის გასაღები?

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშობლის...

ციფრული ხიდები სამშვიდობო პროცესებში – რა როლს ითამაშებს AI კონფლიქტების მოგვარებაში?

დღეს უკვე აშკარაა, რომ ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში უდიდეს გარღვევას მოახდენს აბსოლუტურად ყველა დარგში და სფეროში, დაწყებული მედიცინიდან...