NEO TV რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის წევრი გახდა

Share post:

ნეო ტვ რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსს შეუერთდა. შიდა ქართლში მოქმედი ონლაინ მედიის შესაბამისი განაცხადი ალიანსის ბორდმა უკვე დაადასტურა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნეო ტვ აქტიურად ჩაერთვება ერთობლივი პროგრამების განხორციელებაში. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში დღეიდან Neo TV -ს რედაქციისთვის სრულად ხელმისაწვდომია ის მიმართულებები – რაზეც რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი მუშაობს, მათ შორის – მედიაკონტენტის გაუმჯობესება, მედიაგანათლება და მედიამდგრადობა.

“რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ბორდმა სიხარულით მიიღო და დაადასტურა ნეო ტვ-ს წევრობის განაცხადი. ჩვენ წლებია ვიცნობთ მის გუნდს – ნინო ჩიბჩიურის ხელმძვანელობით და მიგვაჩნია, რომ მედიასაშუალება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ადგილობრივი ჟურნალისტიკის განვითარებაში, შიდა ქართლის მხარეში. ვფიქრობ, უახლეს დროში გვექნება ერთობლივი პროგრამების განხორცილეების საშუალება. მანამდე კი Neo TV -ს რედაქციისთვის დღეიდან უკვე სრულად ხელმისაწვდომია ის მიმართულებები, რაზეც რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი მუშაობს, ეს არის – მედიაკონტენტის გაუმჯობესება, მედიაგანათლება და მედიამდგრადობა,” – აღნიშნა რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია კუპრაშვილმა.

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი არის დამოუკიდებელი რეგიონული მედიის ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც დღეისთვის 35 წევრს აერთაინებს.

დაკავშირებული სტატიები

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...

რა როლი აქვთ მშობლებს შვილის წარმატებაში და რატომ გახდა ხელოვნური ინტელექტი მომავლის გასაღები?

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშობლის...

ციფრული ხიდები სამშვიდობო პროცესებში – რა როლს ითამაშებს AI კონფლიქტების მოგვარებაში?

დღეს უკვე აშკარაა, რომ ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში უდიდეს გარღვევას მოახდენს აბსოლუტურად ყველა დარგში და სფეროში, დაწყებული მედიცინიდან...