აგვისტოს ომის მუზეუმში “საოკუპაციო ხაზიდან ნატოს ელჩის” დაჯილდოება გაიმართება

Share post:

23 დეკემბერს 13:30 საათზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ნეო ტვ შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს. ღონისძიებას ერგნეთში, აგვისტოს ომის მუზეუმი უმასპინძლებს და მას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე, ირინა შამილაძე და ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ინფორმირების სამსახურის უფროსი, მარიამ გიგაური.  

შეხვედრის მომხსენებლები ნეო ტვ-ს პროექტის ლიდერები იქნებიან, რომლებმაც შიდა ქართლის 10 სოფელში ადგილობრივ ქალებსა და ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ტრენინგებიდან მიღებული ცოდნა გაუზიარეს და მათი მოსაზრებებიც მოისმინეს. 

სწორედ საზოგადოებაში გავრცელებულ მითებსა და აღნიშნულ თემებზე გამოკვეთილი პრობლემების განხილვას დაეთმობა ერგნეთში დაგეგმილი შეხვედრა, რომლითაც ნეო ტვ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ მხარდაჭერილ პროექტს დაასრულებს.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში ნეო ტვ ბლოგების კონკურსში გამარჯვებულსაც დაასახელებს და მას “საოკუპაციო ხაზიდან ნატოს ელჩის” ტიტულს გადასცემს. 

მცირე გრანტები გაიცა პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში” ფარგლებში, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან პარტნიორობით, ახორციელებს.

დაკავშირებული სტატიები

რა როლი აქვთ მშობლებს შვილის წარმატებაში და რატომ გახდა ხელოვნური ინტელექტი მომავლის გასაღები?

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშობლის...

ციფრული ხიდები სამშვიდობო პროცესებში – რა როლს ითამაშებს AI კონფლიქტების მოგვარებაში?

დღეს უკვე აშკარაა, რომ ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში უდიდეს გარღვევას მოახდენს აბსოლუტურად ყველა დარგში და სფეროში, დაწყებული მედიცინიდან...

პოლიციამ Evil Corp-თან დაკავშირებული SocGholish ბოტნეტი დაშალა

საერთაშორისო ოპერაციამ დაშალა SocGholish ბოტნეტი, რომელიც რუსეთში დაფუძნებულ Evil Corp კიბერდანაშაულის ჯგუფთანაა დაკავშირებული. ქსელი მოქმედებდა როგორც პირველადი წვდომის ბროკერი და ransomware კამპანიების სტეიჯინგ პლატფორმა.

პოლიციამ Evil Corp-თან დაკავშირებული SocGholish ბოტნეტი გაანადგურა

საერთაშორისო ოპერაციამ გაანადგურა SocGholish ბოტნეტი, რომელიც რუსეთის Evil Corp კიბერდანაშაულის დაჯგუფებთანაა დაკავშირებული. ოპერაცია მიზნად ისახავდა C2 ინფრასტრუქტურის ნეიტრალიზაციასა და ბოტნეტის სარდლობის ჩახშობას.