“არა რუსულ კანონს” – გორში ახალგაზრდების მარში დაიგეგმა

Share post:

არა რუსულ კანონს! არა რუსულ რეჟიმს! – ამ ლოზუნგებით გორში, 19 მაისს, 19:00 საათზე ახალგაზრდების მარში გაიმართება. ახალი თაობა გორის თეატრის სკვერში შეიკრიბება და მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას გააპროტესტებს.

“ისევ გრძელდება ახალგაზრდების, სტუდენტების, დიდების და პატარების მარში და არ გაჩერდება ეს მდინარე, ვიდრე არ გაედინება რუსული კანონი ამ ქვეყნიდან. მოვუწოდებთ მოსახლეობას, 19 მაისს, 19:00 საათზე სხვადასხვა სკოლისა თუ უნივერსიტეტის ბავშვები, დიდები თუ პატარები გამოდით ყველა და კიდევ ერთხელ ვუთხრათ არა რუსულ რეჟიმს ! შეკრების ადგილი – გორის გიორგი ერისთავის თეატრის ბაღი” – აცხადებენ ახალგაზრდები.

ისინი ასევე მიმართავენ გორის უნივერსიტეტის თვითმმართველობას, რომ მმართველი გუნდის ახალგაზრდულ ფრთაში ყოფნის ნაცვლად, დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს.

დაკავშირებული სტატიები

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...

რა როლი აქვთ მშობლებს შვილის წარმატებაში და რატომ გახდა ხელოვნური ინტელექტი მომავლის გასაღები?

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშობლის...

ციფრული ხიდები სამშვიდობო პროცესებში – რა როლს ითამაშებს AI კონფლიქტების მოგვარებაში?

დღეს უკვე აშკარაა, რომ ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში უდიდეს გარღვევას მოახდენს აბსოლუტურად ყველა დარგში და სფეროში, დაწყებული მედიცინიდან...