“ვდგავართ ჩვენი ქვეყნის გვერდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე” – გორის უნივერსიტეტის სტუდენტები

Share post:

არა რუსულ კანონს! არა ძალადობას! ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს გორის უნივერსიტეტის სტუდენტებიც ეხმაურებიან და მხარდაჭერას უცხადებენ ქვეყნის განვითარებას ევროინტეგრაციის გზაზე. სპეციალურ განცხადებას ხელს ამ დროისთვის, 160-ზე მეტი სტუდენტი აწერს, რომლებიც სხვა სტუდენტებსაც მოუწოდებენ გაიაზრონ არსებული ვითარება და შეუერთდნენ მათ.

“პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ გვერდში დგომასა და მაქსიმალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტებს, რომლებმაც თბილ აუდიტორიებში ჯდომას, წვიმიან ქუჩებში ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგომა არჩიეს.

ჩვენ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, კარგად ვიაზრებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მნიშვნელობას და იმას, რომ საქართველოს ისტორიული არჩევანი არის ევროპის დიდი ოჯახის წევრობა, ამიტომ არ ვემხრობით არაფერს,რაც ხელს შეგვიშლის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. 

ჩვენ, გორის სახელმწიფო  უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, კარგად ვიაზრებთ იმას, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ერთად დგომაა, ამიტომ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გვერდით და ვგმობთ ყველაფერს რაც გვაკავშირებს რუსეთთან.

ვგმობთ ყველანაირი ტიპის ძალადობასა და დაშინების მცდელობას, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ… ყოველდღიურად ვხედავთ როგორ უსწორდებიან სტუდენტებსა და ახალგაზრდებს, ზრდასრულებსა და მოხუცებს ფიზიკურად და არ ვაპირებთ ამ ყველაფერს ჩუმად ვადევნოთ თვალი.

კიდევ ერთხელ, მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის გვერდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და არავის მივცემთ უფლებას გადაუხვიოს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მტკიცე ერთგულებას ავალებს.

აღვნიშნავთ, რომ ზემოთ ნახსენები პოზიცია არ გამოხატავს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტის თვითმმართველობის პოზიციას, ჩვენ განცხადებას ვაკეთებთ არა უნივერსიტეტის, არამედ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილის სახელით“,- ნათქვამია გორის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავშირებული სტატიები

EU & You! – ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსი იწყება

15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის...

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...