გორში, მოხალისეობის რეგიონული ფორუმი – 2024 გაიმართება

Share post:

25 აპრილს გორში, “საზოგადოება ბილიკის” და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით “მოხალისეობის რეგიონული ფორუმი – 2024”  გაიმართება.

ფორუმის მიზანია:

  • მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა;

  • მოსახლეობაში რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა მათი საქმიანობის, განხორციელებული პროექტების შესახებ, რეგიონის მოსახლეობის ინფორმირება და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ ნდობის ამაღლება;

  • ახალგაზრდული ჯგუფების და ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მონაწილეობა და განვითარება;

  • სამოქალაქო აქტივიზმის პოპულარიზაცია.

ფორუმზე რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოსახლეობასთან, ახალგაზრდებთან, მოხალისეობით დაინტერესებულ პირებთან შეხვედრის საშუალება ექნებათ.

“ფორუმი ერთის მხრივ, სსო-ებს მისცემს საშუალებას პირისპირ შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, გააცნონ მათ საკუთარი ღირებულებები და პროექტები, ხოლო მეორეს მხრივ, მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა უფრო მეტი შეიტყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების იმ კონკრეტული სერვისების და აქტივობების შესახებ, რომლებიც მათთვის შესაძლოა ძალიან საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდეს. მნიშვნელოვანია შიდა ქართლში მოქმედი საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების მონაწილეობა მოხალისეობრივ ფორუმში, ახალგაზრდებში რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სამოქალაქო აქტივისტების შესახებ ცნობადობის გაზრდის და მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის მიზნით”, -აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები. 

ფორუმი ეწყობა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” (2021-2025) ფარგლებში.

დაკავშირებული სტატიები

EU & You! – ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსი იწყება

15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის...

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...