ქალების გზა წარმატებისკენ – გორში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

Share post:

გორელი ახალგაზრდები სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ წარმატებულ ქალებს შეხვდნენ. სტუმრებმა საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე არსებული ბარიერებიც დაასახელეს.

მომხსენებელთა შორის იყვნენ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნანი ოქროპირიძე, ჟურნალისტი და NEO TV – ის დამფუძნებელი ნინო ჩიბჩიური და NEO TV – ის თანადამფუძნებელი და “მეცნიერებათა სკოლის” დირექტორი – ეკატერინე სუხიშვილი.

საუბრები ძირითადად წარმატების და პიროვნული ზრდის ფორმულას ეხებოდა, რაც პირდაპირ კავშირშია პიროვნების განვითარებასა და მომავალთან. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ასევე გენდერულ სტერეოტიპებსა და ქალების წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

ღონისძიება ჩატარდა USAID -ის პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის UNAG-ის მიერ ხორციელდება. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია “კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი”.

დაკავშირებული სტატიები

პედაგოგებს დღეიდან AI გლობალური განათლების ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლიათ

ხელოვნური ინტელექტის გლობალური განათლების ასოციაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ პედაგოგებს სთავაზობს სპეციალურ პლატფორმას, რომელიც მათ ციფრული ეპოქის ლიდერებად...

ლიდერი პედაგოგები გორში AI გლობალური განათლების ასოციაციის რეგიონულ კონფერენციას დაესწრებიან

24 აპრილს, 16:00 საათზე, სასტუმრო "გორი ინნში" რეგიონის ყველაზე პროგრესული და ლიდერი პედაგოგები შეიკრიბებიან. კონფერენცია, რომელიც "ტექნოპარკისა" და...

ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში – 3 დღიანი კურსი მედიცინით დაინტერესებული პირებისთვის

20-21-22 აპრილს, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ან ამ მიმართულებით დაინტერესებულ პირებს, უპრეცედენტო კურსის გავლის შესაძლებლობა ეძლევათ. "AI მედიცინაში" ასე...

მოემზადე ციფრული მომავლისთვის – მეწარმეებისთვის გორში უფასო ტრენინგი ჩატარდება

თუ ხართ მცირე ან საშუალო მეწარმე და გსურთ თქვენმა ბიზნესმა ფეხი აუწყოს თანამედროვე ციფრულ სამყაროს, მაშინ ეს შესაძლებლობა...