დაბალი თვითშეფასება, კომუნიკაციის სირთულე და ინტერნეტდამოკიდებულება – NEO TV კვლევის შედეგებს წარმოადგენს

Share post:

23 ივლისს, 13:00 საათზე, NEO TV წარმოადგენს კვლევის შედეგებს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარდა. მოსწავლეთა ფსიქო-ემოციურ განწყობებს სპეციალისტები 6 თვის განმავლობაში სწავლობდნენ და ადგილზე დგეგმილი შეხვედრების დროს, მათთვის საინტერესო შეკითხვებსაც პასუხობდნენ. ფსიქოლოგების შეფასებით, საპილოტე სკოლებში სპეციალურ ტრენინგებს 200-მდე ბავშვი დაესწრო, გამოკვეთილ სირთულეებს შორისაა თვითშეაფსების დაბალი დონე, კომუნიკაციის პრობლემები და გაჯეტებთან დამოკიდებულება. ამ ყველაფრის შესახებ უფრო ვრცლად ფსიქოლოგები ისაუბრებენ პროექტის დახურვის ღონისძიებაზე, სადაც ასევე კონკრეტული რეკომენდაციები გაჟღერდება.

NEO TV ფსიქოლოგების სკოლებში ვიზიტის გარდა სპეციალურ გადაცემასაც ამზადებდა, სადაც სპეციალისტები პრობლემურ თემებს უფრო სიღღმისეულად განიხილავდნენ. აქტივობები გორის მუნიციპალიტეტში გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდებოდა.

დაკავშირებული სტატიები

EU & You! – ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსი იწყება

15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის...

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...