გორში, მოზარდების 45%-ს დაბალი თვითშეფასება აქვს – კვლევის შედეგები

Share post:

NEO TV-მ დახურვის ღონისძიებაზე კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში 6 თვის განმავლობაში აწარმოებდა. ჯამში სპეციალისტები 13-სკოლაში, 12-18 წლამდე ასაკის მოზარდებს ხვდებოდნენ, მათ სჭიროებებს ისმენდნენ და გარკვეულ რეკომენდციებსაც გასცემდნენ.

ფსიქოლოგები შედეგებს საგანგაშოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ სკოლებში სპეციალისტების ინტენსიური მუშაობაა საჭირო. ხშირ შემთხვევაში მოზარდები თავს უსარგებლოდ თვლიან, არ აქვთ ჯანსაღი კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან თუ პედაგოგებთან და უჭირთ ემოციების მართვა, – ეს ის მთავარი აქცენტებია, რაც NEO TV – ს კვლევის შედეგებშია ასახული.

პროექტი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. გორის მუნიციპალიტეტის 10 სკოლაში ფსიქოლოგები მოზარდების გარდა მათ მშობლებსა და პედგოგებსაც შეხვდნენ. იმ აუდიტორიას კი ვისაც ფსიქოლოგებთან შეხვედრის სასუალება არ ჰქონდათ, მომზადდა ჯამში 20 გადაცემა – “ნეომედი” და “ნეოლაბი”. პირველი ეხებოდა სხვადსხვა სახის ფსიქოლოგიური პრობლემების მიმოხილვას, ხოლო მეორე კიბერუსაფრთხოებასა და ციფრულ სივრცეში არსებული გამოწვევებისა და რისკების თავიდან აცილების შესაზლებლობებს.

დაკავშირებული სტატიები

EU & You! – ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსი იწყება

15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის...

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...