დირბელმა ქალებმა სექსუალური შევიწროების ფაქტებზე იმსჯელეს და უსაფრთხოების გზები განიხილეს

Share post:

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დირბში ადგილობრივ ქალებს ტრენინგი ჩაუტარდათ თემაზე “უსაფრთხოება ონლაინ და ფიზიკურ სივრცეში”. შეხვედრას GMG-ს კიბერუსაფრთხოების ჰაბის წარმომადგენელი, ნათია სიდამონიძეუძღვებოდა.

“ვისაუბრეთ იმ მინიმალური სტანდარტების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორ ონლაინ, ისე ფიზიკურ სივრცეში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, დიდი ინტერესი გამოიწვია კიბერდანაშაულების თემამ და მისი თავიდან აცილების საშუალებებმა”,-ამბობს ნათია სიდამონიძე.

შეხვედრის თემა მოიცავდა სექსუალური შევიწროებისა და გენდერული უსაფრთხოების საკითხებსაც როგორც ონლაინ ისე ფიზიკურ სივრცეში, რომლის შესახებაც დამსწრე აუდიტორია აქტიურად გამოხატავდა საკუთარ მოსაზრებებს და დამოკიდებულებებს დისკუსიის ნაწილში.


“შეხვედრას ჰქონდა ინტერაქტიული ხასიათი, განვიხილეთ პრაქტიკული მაგალითებიც. ტრენინგის ბოლოს, მონაწილეებმაც აღნიშნეს, რომ მსგავს საკითხებზე გამართული დისკუსია და საინფორმაციო შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელი გამოწვევების საპასუხოდ. მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეთა შორის იყვნენ ისეთები, რომლებსაც მსგავს თემებზე არასოდეს გაუვლიათ რაიმე სახის ტრენინგ-სემინარი. ისინი ამბობდნენ, რომ მიღებულ ცოდნას საქმიანობის დროსაც გამოიყენებენ და სხვებსაც გაუზიარებენ. განსაკუთრებული ინტერესი მათში ფიშინგზე საუბარმა გამოიწვია. მონაწილეებმა გამიზიარეს საკუთარი მაგალითები, გაიხსენეს შემთხვევები, როდესაც თავად ჰქონდათ მსგავს შემთხვევებთან შეხება. ასევე აღსანიშნავია, რომ მათ ტრენინგის
შედეგად უკვე გააანალიზეს თუ რა ნიშნებით ხდება სექსუალური შევიწროების
იდენტიფიცირება, ფიზიკურ და ონლაინ სივრცეში
“,-აღნიშნა ნათია სიდამონიძემ.


ქარელის მუნიციპალიტეტში შეხვედრა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მოეწყო, რომელსაც ნეო ტვ ახორციელებს “ქალთა ფონდთან” პარტნიორობით. პარალელურად მიმდინარეობს ადგილობრივი საჭიროებების შესწავლა მათი შემდგომი ადვოკატირების მიზნით გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

დაკავშირებული სტატიები

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...

რა როლი აქვთ მშობლებს შვილის წარმატებაში და რატომ გახდა ხელოვნური ინტელექტი მომავლის გასაღები?

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშობლის...

ციფრული ხიდები სამშვიდობო პროცესებში – რა როლს ითამაშებს AI კონფლიქტების მოგვარებაში?

დღეს უკვე აშკარაა, რომ ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში უდიდეს გარღვევას მოახდენს აბსოლუტურად ყველა დარგში და სფეროში, დაწყებული მედიცინიდან...