Apple-ის კონტროლი iPhone-ის აპლიკაციების განაწილებაზე კიდევ ერთ მსხვილ ბაზარზე სუსტდება — ამჯერად საქმე ბრაზილიას ეხება. კომპანია იძულებული გახდა, ადგილობრივი მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, App Store-ი გარე კონკურენტებისთვის გაეხსნა.
ეს ცვლილება ნიშნავს, რომ ბრაზილიელ მომხმარებლებს შეეძლებათ აპლიკაციები არა მხოლოდ Apple-ის ოფიციალური მაღაზიიდან, არამედ სხვა ალტერნატიული პლატფორმებიდანაც ჩამოტვირთონ. Apple-ი მსგავს ცვლილებებს უკვე ახორციელებს ევროკავშირშიც, სადაც Digital Markets Act კანონი კომპანიას მონოპოლიური პოზიციის შეზღუდვასავალდებულებს.
ტექნოლოგიური ინდუსტრიის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს ტენდენცია გლობალური მასშტაბით ვრცელდება და სულ უფრო მეტი ქვეყანა ითხოვს დიდი ტექნოლოგიური კომპანიებისგან ბაზრის გახსნას. Apple-ისთვის ეს გარდაუვალი გამოწვევაა, რომელიც მის ბიზნეს მოდელზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
Photo: Zulfugar Karimov / Unsplash