ავტორი: მერი კორინთელი
“ერთმორწმუნე” რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ბომბავს და ხოცავს უკრაინისა და საქართველოს მართლმადიდებელ მოსახლეობას, იტაცებს და აწამებს ქართველ და უკრაინელ მართლმადიდებლებს. Მხოლოდ 2022 წელს, ქართული სოფლებიდან, ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 57 მშვიდობიანი მოქალაქე დააკავეს, ზოგს მათივე დაწესებული “ჯარიმის” სანაცვლოდ ათავისუფლებენ, ზოგს კი რამდენიმე წლიან პატიმრობას უსჯიან. 15 წელია დევნილ ადამიანებს მშობლიურ, იძულებით მიტოვებულ სოფლებში მიცვალებულთა საფლავებზე გასვლის და ეკლესიების მოლოცვის შესაძლებლობა აღარ ეძლევათ.
Გარდა ადამიანების თავისუფლად გადაადგილების აღკვეთისა, რუსული ავტორიტარიზმი და მასთან შეზრდილი მოსკოვის საპატრიარქო “ერთმორწმუნე” მკვლელი და ოკუპანტია.
რუსული “ერთმორწმუნეობა” გვაშორებს თავისუფლებას, ქრისტიანობას და გვაახლოებს მონობისა და უღმერთობის უფსკრულს. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამის არაერთი თვალსაჩინო მაგალითი გვაქვს, რომელთა დაფარვას, კრემლის პროპაგანდისტული ძალები, ევროკავშირის დისკრედიტაციით ცდილობენ.
Რეალურად კი, Იმ დროს, როდესაც რუსეთის ფედერაცია ქრისტიანულ ტაძრებს ბომბავდა, (2008 წელს ქართულ სოფლებში) და ბომბავს (უკრაინაში), დასავლეთი ქართველ ხალხს დანგრეული ტაძრების აღდგენა/რეაბილიტაციაში ეხმარება და ამისთვის საკმაოდ სოლიდურ თანხებს ხარჯავს.
ამ დროისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 700-ზე მეტი ისტორიული ძეგლია დარჩენილი. Მხოლოდ აფხაზეთის მიმართულებით 151 საკულტო ნაგებობაა, ხოლო ცხინვალის მიმართულებით 556 ტაძარია დარჩენილი.
2008 წლის საომარი მოქმედებების დროს და შემდეგ დაზიანებული/განადგურებული ტაძრები ცხინვალის რეგიონში
ოკუპირებული ტაძრების ნაწილი 2008 წელს განადგურდა, რასაც ახლადდაპატრონებულმა “ერთმორრწმუნეებმა” 100-ზე მეტ სოფელში, ტრაქტორებით გადაუარეს, ყველაფერი მიწასთან გაასწორეს და მათ ადგილას რუსული სამხედრო ბაზები აშენეს.
წყარო: “ანტისაოკუპაციო მოძრაობა – ძალა ერთობაშია”
ამჟამად, ამ სამხედრო ბაზებიდან 1 კმ-ში მდებარეობს – 60 ისტორიული ძეგლი, ხოლო 500-მეტრში – 38 და მათაც განადგურების სერიოზული საფრთხე ემუქრებათ, იქ მიმდინარე სამხედრო წრთვნების გამო.
უფრო მეტიც, ის ძეგლები, რომლებიც ამ ეტაპზე განადგურებას გადაურჩა, “ერთმორწმუნე” საოკუპაციო ძალებმა ქართული კვალის წაშლის მიზნით, რუსული იერსახე შესძინეს და მათი გემოვნებით გადააკეთეს.
ამ ფაქტზე დღესაც აქტიური დისკუსია მიმდინარეობს სოციალურ ქსელში ქართველ საზოგადოებასა (მათ შორის ისოტრიკოსები) და რუს პროპაგანდისტებს შორის. Ეს უკანასკნელნი ომგამოვლილ მოსახლეობაში ისევ დემოგოგიური ტონით ავრცელებენ მითებს, თითქოს ევროკავშირი “ქართველობას გვართმევს”, აღნიშნული ვითარების მიმოხილვაც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად თუ რა ზრახვები აქვს კრემლის დეზინფომაციულ ნარატივებს და რეალურად ვინ შლის ქართულ კვალს ქართულ მიწაზე.
ვინ ანადგურებს ეკლესიებს, ისტორიულ ძეგლებს და ვინ ცდილობს ამ პროცესის შეჩერებას და ფასეულობების შენარჩუნებაში ხელშეწყობას.
2008 წლის რუსეთ-საქრთველოს ომის შემდეგ, სწორედ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი “კონფლიქტის შემდგომი გადაუდებელი ქმედება, კულტურული გარემოსა და საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური რევიტალიზაციისთვის”. Პროექტის ფარგლებში შემუშავდა ნიქოზის მონასტრის რეაბილიტაცია, რომელიც საომარი მოქმედებების დროს კრემლის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ორჯერ დაიბომბა.
კულტურის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით საქართველოს გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები და მემორანდუმები ევროპის ოცზე მეტ ქვეყანასთან. ამ ხელშეკრულებების საფუძველზე რეგულარულად ხორციელდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი თუ უძრავი ძეგლების რესტავრაცია, შესაბამისი დარგის სპეციალისტების მომზადება და სამეცნიერო კვლევების დაფინანსება.
Გარდა ამისა, დსავლეთის მხარდაჭერით, ქარელის რაიონში (ყინწვისი) ამ დრომდე თითქმის პირველადი სახით არის შემორჩენილი მე-13 საუკუნეში აგებული წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. Ასევე უცხოური მხარდაჭერით გახდა რესტავრირდა და აღდგა სხალთის ტაძარი, აბასთუმნის ალექსანდრე ნეველის ტაძარი, ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია და ა.შ.
უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ კი საქართველოში მხოლოდ 2013 წელს, გელათის რეაბილიტაციისთვის 600 ათასი აშშ დოლარი გამოყო.
ეს მცირე ჩამონათვალიც საკმარისია იმ დიდი მხარდაჭერიდან, რომლის საშუალებით საქართველოში ქართული კვალის შენარჩუნება და ეკლესია-მონასტრების აღდგენა ხდება. Ყოველივე ეს კი ნათელს ჰფენს იმ სიცრუის მანქანას, რასაც “ერთმორწმუნეობას” ამოფარებული რუსეთი საქართველოში სისტემატურად ავრცელებს.
ისტორია და ფაქტები ადასტურებს, რომ დასავლეთი და კონკრეტულად ევროპა აშენებს და ავითარებს საქართველოს, რუსეთი კი ანადგურებს ჩვენი ქვეყნის წარსულსა თუ მომავალს.
წყარო: askgov.ge, factcheck.ge
“დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი“