ერთსქესიანთა ქორწინებაზე რუსეთი მითებს ავრცელებს, რეალურად კი ევროკავშირი ამას არავის ავალდებულებს

Share post:

ავტორი: ლიკა ომაძე

ის ფაქტი, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოსთვის უდიდესი მიღწევა იქნება ამაზე მოსახლეობის უმრავლესობა თანხმდება. საქართველოში საზოგადოების 82% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, თუმცა არსებობს ის ნაწილიც, რომელიც სამწუხაროდ რუსული პროპაგანდის მსხვერპლია და შედეგად, მათი დამოკიდებულება ევროკავშირთან დაკავშირებით უარყოფითია. მეტიც, მათ იმ აბსურდული ინფორმაციის სჯერათ, რაც ევროკავშირის შესახებ ე.წ რუსული “ბოტების” მიერ ვრცელდება.

მოსახლეობის უმრავლესობა, რომ ტრადიციების შენარჩუნებას დასავლეთთან ინტეგრაციაში ხედავს, ამას საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მომზადებული კვლევაც ადასტურებს.

როგორც გამოკითხული რესპონდენტების პასუხებიდან ჩანს, გამომკითხული  მოსახლების 45% ფიქრობს, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია ხელს შეუწყობს საქართველოს კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებას.

სიმართლე კი ის არის, რომ ევროკავშირი არათუ ებრძვის ოჯახურ ღირებულებებსა და ტრადიციებს, არამედ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოჯახში ძალადობის პრევენციას და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას. ამაზე ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული არაერთი პროექტი  მიუთითებს, რომლებიც სწორედ  ევროკავშირის მიერაა მხარდაჭერილი.

კრემლის პროპაგანდისტული ჯგუფები მითების გასავრელებლად ისეთ საკითხებს ირჩევენ, რაზეც ფიქრობენ, რომ საქართველოში მიზნის მისაღწევად “კარგად იმუშავებს.” ერთ-ერთი ასეთია ერთსქესიანთა ქორწინების თემა.

სინამდვილეში ევროკავშირი არ ითხოვს, არც საქართველოსგან, არც მისი წევრი თუ მეზობელი ქვეყნებისგან, ერთსქსიანთა ქორწინების დაკანონებას. რუსეთის პროპაგანდა კი ამ საკითხს მუდმივად დამახინჯებულად და გამოგონილი ამბებით ავრცელებს და ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას, რომ თუ კი საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, მას ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მოსთხოვენ, რაც მტკნარი სიცრუეა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, სადაც დაკანონებულია ერთსქესიანთა ქორწინება, ეს მხოლოდ მოსახლეობის შეხედულებების შესაბამისად  მოქმედებს. ყველა ასეთ ქვეყანაში, რეფერანდუმია მანამდე ჩატარებული და გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობის შესაბამისადაა მიღებული. ევროკავშირი კი ამ პროცესში არანაირად არ ჩარეულა და ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება ევროკავშირთან გაფორმებულ რაიმე შეთანხმებას და არც რაიმე სხვა მოთხოვნას. მითუმეტეს მსგავსი ჩანაწერი, რაც ქვეყანას ამ საკითხის დაკანონებას დაავალდებულებს –  არ არსებობს.

რუსეთის პროპაგანდა კი სხვადასხვა ვიზუალური მასალებით, რომლებსაც მიზანმიმართულად ამახინჯებენ, საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რათა და ხალხს აფიქრებინონ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია თავისთავად გულისხმობს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

სამწუხაროდ, საქართველოში ისევ და ისევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება განათლების პრობლემა. მსგავსი პროპაგანდისტული გზავნილები კი მოქმედებს იმ მოწყვლად ჯგუფებზე, ვისაც არ შეუძლია ინფორმაციის გადამოწმება, შესაბამისად, იმის ალბათობა, რომ ასეთი ჯგუფები მარტივად (გა)ხდებიან პროპაგანდის მსხვერპლნი დიდია და კრემლი ამას თავისივე ზრახვებისთვის იყენებს.

რუსეთის პროპაგანდის ნათელი მაგალითია 2023 წლის ,”პრაიდ ფესტივალზე” მომხდარი ძალადობრივი ქმედება.

8 ივლისს შეკრებილმა ჰომოფობიურად განწყობილმა, ანტიდასავლურმა ჯგუფებმა ძალადობრივი ქმედებით ჩაშალეს “პრაიდ ფესტივალი”, რომელიც დახურულ სივრცეში მიმდინარეობდა. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად დიდი გავლენა აქვს ამ ადამიანებზე კრემლის რეჟიმს. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ანტი ლგბტ აქციის მთავარი ორგანიზატორი “ალტ-ინფო” და მის ბაზაზე დაფუძნებული “კონსერვატიული პარტიაა”, რომლებიც მკაფიოდ პრორუსული განწყობით გამოირჩევიან  და საქართველოს არა ევროპის, არამედ რუსეთის ორბიტაზე ხედავენ.

მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმციის თანახმად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ერთ-ერთი მოთხოვნა ლგბტ-პრაიდის ჩატარებაა, რაც ასევე სიცრუეა. როგორც უკვე აღინიშნა, 17 ივნისს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ პირველ რიგში კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ამის შემდგომ გადაწყდება.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიო საინფორმაციო სივრცეში დეზინფორმაციის და ფაქტების მანიპულაციის შესახებ, რომელიც 2022 წლის პერიოდს მოიცავს. ანგარიშში მსოფლიოს მთავარ დეზინფორმატორად რუსეთია მიჩნეული.  

ამ და სხვა მრავალი ფაქტის გათვალისწინებით მარტივი მისახვედრია, რომ ყველა ის მითი, რომელიც ევროკავშირის შესახებ ვრცელდება მცდარია და გავრცელებულია რუსეთის პროპაგანდის შედეგად, კონკრეტული მიზნებისთვის. ცალსახაა, რომ რუსეთს არ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ამისათვის კი ყველა ხერხს იყენებს. ასევე საყურადღებოა, რომ საქართველოს მოქალაქეები ხდებიან რუსეთის მხრიდან გადაბირების მსხვერპლნი, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას.

დაკავშირებული სტატიები

სოფლებში ადგილი აქვს მოსყიდვის მცდელობებს, სხვადასხვა საშუალებით – თამარ ბიგანიშვილი

თამარ ბიგანიშვილი რამდენიმე დღის წინ შეხვედრა მქონდა დევნილ მოსახლეობასთან, NEO TV-ს პროექტის ფარგლებში, რომელიც "სამართლიან არჩევნებთან" (ISFED) პარნიორობით, ევროკავშირის...

მოსახლეობა პროპაგანდის გავლენის ქვეშაა – ოპოზიციას მეტი აქტიურობა მართებს – ანი ჯაბახიძე

ანი ჯაბახიძე "სამართლიანი არჩევნების" პარტნიორობით, ევროკავშირისგან მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, რომელსაც NEO TV ახორციელებს, შევხვდი სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, ვისაუბრეთ...

წადი არჩევნებზე! – NEO TV დევნილთა დასახლებებში შეხვედრებს მართავს

"ინფორმირებული ამომრჩეველი შიდა ქართლში დემოკრატიის განვითარებისთვის" - NEO TV - ს პროექტის გუნდი საინფორმაციო შეხვედრებს დევნილთა დასახლებებში აგრძელებს....

“ვყიდულობთ წყალს, ვერ ვსარგებლობთ სერვისებით” – NEO TV – მ ქალთა საჭიროებები წარმოადგინა

ევროკავშირის დაფინანსებით, „ქალთა ფონდის“ მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, შიდა ქართლის სოფლებში კვლევა დაასრულა. მონიტორინგი სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებების...